ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ
მიღების თარიღი 29.11.1998
ძალის დაკარგვა 31.12.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №665
სარეგისტრაციო კოდი 310.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 24/12/1998
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 31.12.1999
დოკუმენტის ტექსტი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 65.95pt 1.0in 65.95pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №665
1998 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის TACIS პროექტის (HPTI) ექსპერტთა მიერ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის გეგმების დებულებათა შეჯერების საფუძველზე საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ. პაპავა) შეთანხმებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ფოთის საზღვაო ნავსადგურის ქონების ბაზაზე 1999 წლის 1 მარტამდე შექმნან:
ა) �ფოთის საზღვაო ნავსადგურის� ადმინისტრაცია, რომელსაც თავისი საქმიანობისათვის საჭირო ქონებასთან ერთად გადაეცემა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ქონების ის ნაწილი, რომელიც �სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის �ვ� პუნქტის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის შექმნამდე აღნიშნული ფუნქციები განახორციელოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ;
ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება �ფოთის საზღვაო ნავსადგური�, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც გადაეცემა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ქონება ამავე ბრძანებულების 1-ლი მუხლის �ა� პუნქტში მითითებული ქონების გარეშე.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და ტრანსპორტის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყონ შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის� გადასაცემი ქონების ზუსტი ნუსხის განსაზღვრა, იმ პირობის აუცილებელი დაცვით, რომ მიწა არ იყო საზოგადოების კაპიტალის შემადგენელი ნაწილი;
ბ) შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურის� წესდებაში გაითვალისწინონ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა �მეწარმეთა შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყონ მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია;
გ) 1998 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან (ლ. ჭანტურია) და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან (ვ. მაისურაძე) შეთანხმებით დაამტკიცონ შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურის� რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომლის შესაბამისად საზოგადოებამ მისთვის გადაცემული ქონების ბაზაზე დააფუძნოს საოპერატორო და სხვა საწარმოები, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილით; საწარმოების განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვა განხორციელდეს საერთაშორისო კონკურსების მეშვეობით.
3. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ საქართველოს საზღვაო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის� ქონების გადაცემა სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
4. სტრატეგიულ ინვესტორთა მოზიდვისას საქართველოსათვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი პირობებით ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების ეფექტიანად გამოყენებისა და მართვის მიზნით:
ა) შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურის� ან მისი შვილეული საწარმოების საწესდებო კაპიტალის ყოველი ცვლილება, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის გზითაც, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ტრანსპორტის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის წინასწარი თანხმობით;
ბ) შპს �ფოთის საზღვაო ნავსადგურის� შვილეულ საწარმოთა დაფუძნებისას მათ წესდებებში გათვალისწინებულ იქნეს, რომ მათ მიერ საწარმოთა დაფუძნების ან რომელიმე სხვა საწარმოში წილობრივი მონაწილეობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა, ისევე როგორც მათი საწესდებო კაპიტალის ზრდა, შეთანხმებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ტრანსპორტის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან.
ე. შევარდნაძე