ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.02.2014
ძალის დაკარგვა 17.07.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2014 წლის 18 თებერვალი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის სტატუსი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის მე-3-ე სართული.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება
1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის მიზანი
სამსახურის საქმიანობის მიზანია:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობა და გამწვანება, დასუფთავება, საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება. დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;
ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების, დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობისა და დასუფთავების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების ორგანიზება;
გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები
1. კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება, დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფა; საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების საერთო კოორდინაცია;
ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება და შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობის, გამწვანების და დასახლებული პუნქტების გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის, შეკეთებისა და ესქპლატაციის შესახებ წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებში საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზების დახაზვის უზრუნველყოფა;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნალური მეურნეობის და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობა. მოსახლეობის საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში საბინაო _ კომუნალური მეურნეობის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა _ ნაგებობების აღდგენა _ რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა.
ზ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით სარიტუალო მომსახურების ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
თ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადება;
ი) წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე;
კ) სანიტარული დასუფთავების, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების, საოჯახო-საყოფაცხოვრებო, მყარი და თხევადი ნარჩენების შეგროვების, გატანის, ნაგავსაყრელების მოწყობის, გამოყენების და უტილიზაციის შესახებ პროექტების მომზადების უზრუნველყოფა. ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფისა და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების ორგანიზება, მომსახურეობის გრაფიკების შემუშავება ან შემუშავებაში მონაწილეობა, მყარი და თხევადი ნარჩენების სფეროს მართვის უზრუნველყოფა; დაგვა-დასუფთავებისა და მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების პროექტების შემუშავება;
ლ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებებში სახლების ნუმერაცია და გარეგანათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციისათვის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის იმ დოკუმენტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც არეგულირებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის ობიექტების საქმიანობას.
ო) საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე საბინაო – კომუნალური მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტარიფების და მომსახურების პირობების დაცვაზე ზედამხედველობის ორგანიზება;
2. ტრანსპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტის მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, დამტკიცებული ტარიფების დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა და წინადადებების მომზადება საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე სამგზავრო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ;
გ) დაქვემდებარებულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; სტიქიური უბედურობებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღების უზრუნველყოფა;
დ) ხაშურის მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო ქსელის შესახებ საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნა.
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსისაგან;
ბ) სამსახურის მოხელეებისაგან,
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება;
ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.
მუხლი 8🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების და გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მართვას, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობას;
გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში საბინაო - კომუნალური მეურნეობის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა - ნაგებობების აღდგენა - რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას;
დ) საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების საერთო კოორდინაციას;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადებას“;
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადებას;
თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დარგის რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
ი) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის, შეკეთებისა და ექსპლოატაციის შესახებ წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას და მათი დახაზვის უზრუნველყოფას;
ლ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფას, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
ნ) ხაშურის მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო ქსელის შესახებ საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნას.;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვებთან, ავტოტრანსპორტის პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზების უზრუნველყოფას;
პ) წინადადებების მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე საბინაო-კომუნალური მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
რ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტის მომზადებას ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, დამტკიცებული ტარიფების დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფას და წინადადებების მომზადებას საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე სამგზავრო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ;
ს) სატრანსპორტო და საბინაო-კომუნალური მეურნეობის გამართული, სტაბილური ფუნქციონირებისათვის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის წინადადებების მომზადებას;
ტ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზებას და შადრევან-აუზების მოვლა- პატრონობის, გამწვანების და დასახლებული პუნქტების გაფორმების ღონისძიებების განხორციელებას;
უ) გარე განათების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ფ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებებში სახლების ნუმერაციას;
ქ) დაქვემდებარებულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას;
ღ) სანიტარიული დასუფთავების, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების, საოჯახო-საყოფაცხოვრებო, მყარი და თხევადი ნარჩენების შეგროვების, გატანის, ნაგავსაყრელების მოწყობის, გამოყენების და უტილიზაციის შესახებ პროექტების მომზადების უზრუნველყოფას;
ყ) ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფისა და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების საკითხების მომზადებას, მომსახურების გრაფიკების შემუშავებას ან შემუშავებაში მონაწილეობას, მყარი და თხევადი ნარჩენების სფეროს მართვას;
შ) დასახლებებში ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; დასახლებათა ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებისა და მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების პროექტების შემუშავებას;
ჩ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე, წინადადებების მომზადებას გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე, ღონისძიებების დაგეგმვას ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ც) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში და გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ძ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით სარიტუალო მომსახურების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ორგანიზებას;
წ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციისათვის. სტიქიური უბედურებებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღებას; მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან და გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ხ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 9🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის უფროსი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;
თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;
ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;
პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან;
რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;
უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 10🔗.
სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი
1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნან შტატგარეშე მოსამსახურეები.
მუხლი 12🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
1. სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 13🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოსამსახურების უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;
ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.
თავი IV
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
მუხლი 14🔗.
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას.
6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.