საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №58
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოთა საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტომ სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური