„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.017784
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2014 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  23 დეკემბრის №352 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 24/12/2013, 010220030.10.003.017518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი შესრულების კოორდინაციის  მიზნით, შეიქმნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:

–   საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

–   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

–   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

–   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

–  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

–   საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

–   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

–   საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

–   საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

– საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

–  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

–   საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

მუხლი 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს:

– სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელს;

–     საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს;

–     საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს;

–  საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს;

–      საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას;

– საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

– საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

– საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

– საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.

 

მუხლი 3

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელმა და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საბჭომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს არა უგვიანეს 2014  წლის 1 მარტისა.

 

მუხლი 4

დამტკიცდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს“  თანდართული დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი და ამოცანები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისათვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება  და მისი შესრულების კოორდინაცია 2014-2017 წლებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი