📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016914
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2014
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2014 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №59 2014 წლის 19 თებერვალი ქ.თბილისი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა  სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება. 2. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულება. 3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულება. 4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულება; 5. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს №476 ბრძანებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი