ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №176
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016610
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
matsne.gov.ge 490 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სს „საქართველოს ბანკი“
2 სს „თიბისი ბანკი“
3 სს „ქართუ ბანკი“
4 სს „ბანკი რესპუბლიკა“
5 სს ლიბერთი ბანკი
6 სს „პროკრედიტ ბანკი“
7 სს „ბაზისბანკი“
8 სს „კორ სტანდარტბანკი“
9 სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
10 სს „პრივატბანკი“
11 სს „ბანკი კონსტანტა“
12 სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
13 სს „ფინკა ბანკი საქართველო“
14 სს „პაშა ბანკი საქართველო“
15 სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ‑ საქართველო“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №176 2014 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად: 1. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყო­ბის მექანიზმისათვის, 2014 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტ­რომ საქართველოს სახელით გამოუშვას 2 და 5 წლის დაფარვის ვადის მქო­ნე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები) არა უმე­ტეს 200 მლნ ლარის მოცულობით. 2. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყობის მექანიზმისათვის გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიები განხორციელდეს 2014 წლის განმავლობაში, თითოეული ვადია­ნო­ბისთვის ორ ემისიად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბან­კ­თან შეთანხმებით განსაზღვროს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ემისიების მოცულობა და თარიღები. 4. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყობის მექანიზმისათვის გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდე­ბის ყიდვის უფლება მიეცეთ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბან­კებს, 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორში თავი­ან­თი სააქციო კაპიტალის წილის შესაბამისი ოდენობით (შემდგომში - ლი­მიტი), დანართის შესაბამისად. 5. დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალ­დე­ბის შეთავაზება განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ სახაზინო ობ­ლი­გაციების აუქციონზე ძირითად ემისიასთან ერთად, აუქციონზე და­ფიქ­სი­რებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფა­სით. აუქციონის დასრულების შემდეგ აუთვისებელი ლიმიტი გაუქმდეს. 6. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყო­ბის მექანიზმისათვის 2014 წელს გამოსაშვები სახაზინო ობლიგაცი­ები­დან მიღებული ფულადი სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინის­ტ­რომ განათავსოს აუქციონის ანგარიშსწორების დღეს გამოუთხოვადი ვადიანი დეპოზიტის სახით, ამ სახაზინო ობლიგაციების მყიდველ კომე­რ­ციულ ბანკში, კომერციული ბანკის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ვადიანობის შესაბამისი ვადით. 7. დეპოზიტის განთავსება განხორციელდეს სახელმწიფო ფასიანი ქა­ღალ­დების ანგარიშსწორების დღეს. დეპოზიტის დახურვა განხორციელ­დეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღეს, შესაბამისი თან­ხის ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვით. 8. დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და გადახდის თა­რი­ღები უნდა ემთხვეოდეს შეძენილი სახაზინო ობლიგაციების კუპონის დაფარვის თარიღებს. 9. დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება კუპონის განაკ­ვეთს დამატებული ერთი საპროცენტო პუნქტი. 10. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელ­შე­წ­ყობის მექანიზმისათვის კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის გან­თავსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კო­მერ­ციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 11. იმ საკითხებზე, რომლებიც არ რეგულირდება ამ განკარგულებით, გავრცელდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვა­ლ­დებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღ­რიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფი­ნა­ნ­სთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-51 ერთობლივი ბრძა­ნება. პრემიერ-მინისტრი                                                                               ი. ღარიბაშვილი დანართი კომერციული ბანკის ლიმიტები ბანკის დასახელება წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით (30.09.2013) 1 სს „საქართველოს ბანკი“ 35.48% 2 სს „თიბისი ბანკი“ 20.97% 3 სს „ქართუ ბანკი“ 6.57% 4 სს „ბანკი რესპუბლიკა“ 5.06% 5 სს ლიბერთი ბანკი 4.80% 6 სს „პროკრედიტ ბანკი“ 4.77% 7 სს „ბაზისბანკი“ 3.92% 8 სს „კორ სტანდარტბანკი“ 3.30% 9 სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ 2.74% 10 სს „პრივატბანკი“ 2.36% 11 სს „ბანკი კონსტანტა“ 1.74% 12 სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ 1.46% 13 სს „ფინკა ბანკი საქართველო“ 1.25% 14 სს „პაშა ბანკი საქართველო“ 1.20% 15 სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ‑ საქართველო“ 0.92% 16 სს „ბითიეი ბანკი“ 0.84% 17 სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი“ 0.62% 18 სს „პროგრეს ბანკი“ 0.56% 19 სს „კავკასიის განვითარების ბანკი ‑ საქართველო“ 0.54% 20 სს „ინვესტბანკი“ 0.47% 21 სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“ 0.44% სულ 100.00%