ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016610
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №176

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:

1. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყო­ბის მექანიზმისათვის, 2014 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტ­რომ საქართველოს სახელით გამოუშვას 2 და 5 წლის დაფარვის ვადის მქო­ნე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები) არა უმე­ტეს 200 მლნ ლარის მოცულობით.

2. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყობის მექანიზმისათვის გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიები განხორციელდეს 2014 წლის განმავლობაში, თითოეული ვადია­ნო­ბისთვის ორ ემისიად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბან­კ­თან შეთანხმებით განსაზღვროს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ემისიების მოცულობა და თარიღები.

4. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყობის მექანიზმისათვის გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდე­ბის ყიდვის უფლება მიეცეთ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბან­კებს, 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორში თავი­ან­თი სააქციო კაპიტალის წილის შესაბამისი ოდენობით (შემდგომში - ლი­მიტი), დანართის შესაბამისად.

5. დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალ­დე­ბის შეთავაზება განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ სახაზინო ობ­ლი­გაციების აუქციონზე ძირითად ემისიასთან ერთად, აუქციონზე და­ფიქ­სი­რებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფა­სით. აუქციონის დასრულების შემდეგ აუთვისებელი ლიმიტი გაუქმდეს.

6. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწ­ყო­ბის მექანიზმისათვის 2014 წელს გამოსაშვები სახაზინო ობლიგაცი­ები­დან მიღებული ფულადი სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინის­ტ­რომ განათავსოს აუქციონის ანგარიშსწორების დღეს გამოუთხოვადი ვადიანი დეპოზიტის სახით, ამ სახაზინო ობლიგაციების მყიდველ კომე­რ­ციულ ბანკში, კომერციული ბანკის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ვადიანობის შესაბამისი ვადით.

7. დეპოზიტის განთავსება განხორციელდეს სახელმწიფო ფასიანი ქა­ღალ­დების ანგარიშსწორების დღეს. დეპოზიტის დახურვა განხორციელ­დეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღეს, შესაბამისი თან­ხის ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვით.

8. დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და გადახდის თა­რი­ღები უნდა ემთხვეოდეს შეძენილი სახაზინო ობლიგაციების კუპონის დაფარვის თარიღებს.

9. დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება კუპონის განაკ­ვეთს დამატებული ერთი საპროცენტო პუნქტი.

10. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელ­შე­წ­ყობის მექანიზმისათვის კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის გან­თავსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კო­მერ­ციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

11. იმ საკითხებზე, რომლებიც არ რეგულირდება ამ განკარგულებით, გავრცელდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვა­ლ­დებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღ­რიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფი­ნა­ნ­სთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-51 ერთობლივი ბრძა­ნება.

პრემიერ-მინისტრი                                                                               ი. ღარიბაშვილი

დანართი

კომერციული ბანკის ლიმიტები

 

ბანკის დასახელება

წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით (30.09.2013)

1

სს „საქართველოს ბანკი“

35.48%

2

სს „თიბისი ბანკი“

20.97%

3

სს „ქართუ ბანკი“

6.57%

4

სს „ბანკი რესპუბლიკა“

5.06%

5

სს ლიბერთი ბანკი

4.80%

6

სს „პროკრედიტ ბანკი“

4.77%

7

სს „ბაზისბანკი“

3.92%

8

სს „კორ სტანდარტბანკი“

3.30%

9

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

2.74%

10

სს „პრივატბანკი“

2.36%

11

სს „ბანკი კონსტანტა“

1.74%

12

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

1.46%

13

სს „ფინკა ბანკი საქართველო“

1.25%

14

სს „პაშა ბანკი საქართველო“

1.20%

15

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ‑ საქართველო“

0.92%

16

სს „ბითიეი ბანკი“

0.84%

17

სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი“

0.62%

18

სს „პროგრეს ბანკი“

0.56%

19

სს „კავკასიის განვითარების ბანკი ‑ საქართველო“

0.54%

20

სს „ინვესტბანკი“

0.47%

21

სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“

0.44%

 

სულ

100.00%