თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
მიღების თარიღი 07.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №191
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016619
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №191
2014 წლის
7 თებერვალი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული რომ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №321 განკარგულებით გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 1 828 492 (ერთი მილიონ რვაას ოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, საიდანაც მას გადაერიცხა 905 345 (ცხრაას ხუთი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარი;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხიდან აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 მაისის №101 განკარგულების შესაბამისად, გამოუყო 977 100 (ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარი;
გ) გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი თანხის ფარგლებში სამუშაოების შესრულება ვერ მოხერხდა 2013 წლის ბოლომდე, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გადასარიცხმა თანხამ შეადგინა 484 550 (ოთხას ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს არა უმეტეს 484 550 (ოთხას ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი.
3. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხები თვითმმართველმა ქალაქმა ბათუმმა მიმართოს „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №321 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პრემიერ
‑მინისტრი ი
. ღარიბაშვილი