საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2014
ძალაში შესვლა 05.03.2014
ძალის დაკარგვა 29.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017791
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2014
matsne.gov.ge 157 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2014 მიღება
05.03.2014 ძალაში შესვლა
29.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №172 2014 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეყანაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის, ინტელექტუალური პროდუქტების, ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პროდუქციად ქცევის, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების საქართველოს მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევის და აღნიშნული ინსტრუმენტებით მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და მისგან გამომდინარე სტრატეგიის და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: 1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. 2. უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის დანიშვნა. მუხლი 3🔗 სააგენტოს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი