სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 10.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016641
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №223
2014 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“
სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე და 52-ე მუხლებისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 კვ.ტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთისა და სოფელ ბევრეთის ტერიტორიაზე, მცხეთა-მთიანეთის სატყეო უბანში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით (საერთო ფართობი – 44697,5 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს არა უმეტეს 49 წლით.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები.
3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი