შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016596
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა |
| 2 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა |
| 3 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა |
| № | ქონების ადგილმდებარეობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №253
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „ჰიდროდეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის
შესაბამისად,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ჰიდროდეველოპმენტ კომპანის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 400023728) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
№
ქონების ადგილმდებარეობა
საკადასტრო კოდი
ქონების დახასიათება
1
ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა
20.41.04.033
1202 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
2
ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა
20.41.04.031
2052 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
3
ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა
20.41.04.032
217 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი