განჩინება შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკ“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18736-13
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკა”
მოთხოვნა: შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ მიმართ გაკოტრების
საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2013 წლის 19 დეკემბერს შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ეროვნულ სამედიცინო ბიბლიოთეკას“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო დებიტორული დავალიანება სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 372,07 ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკას“ დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკას“ არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „ეროვნულ სამედიცინო ბიბლიოთეკის“ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „მოსკვიჩ 21401” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADH 159, რომელიც ამორტიზებულია და მისი ღირებულება შეადგენს 600 ლარს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარდა ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არ ერიცხება. შპს შპს „ეროვნულ სამედიცინო ბიბლიოთეკას“ ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არც ერთ ბანკში, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.
შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკა” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ეროვნულ სამედიცინო ბიბლიოთეკას“ არ გააჩნდა იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 31 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ’’ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკა” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკა” (ს/კ 211370078) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი