„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის N383 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №57 |
|
2014 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 ნოემბრის №383 ბრძანებით (ვებგვერდი, 26.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016589) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. მთავარი სპეციალისტი - მიმართულება: სამართლებრივი უზრუნველყოფა: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Outlook) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|