აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2014
ძალის დაკარგვა 19.04.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
| დაზარალებულის სახელი, გვარი ....................................................... | პირადი № |
| № | სახელი |
| ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მოკლე აღწერა | შესაბამისი სამსახურების/სპეციალისტების მიერ,დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზიანის ამსახველი მოკლე ინფორმაცია |
| საკუთრ/მფლ-ში არსებული სხვა საცხ. ან/და მიწის ფართი. | ამ წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ -ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახის სოციალური სპეციფიკა |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 12.04.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის
შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი
წესის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№5
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის
შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი
წესის დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესი, თანახმად №1 დანართისა .
2.
დამტკიცდეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი შესწავლის ცხრილის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 12 სექტემბრის №20 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 17/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016137).
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი №1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების
დახმარების ზოგადი წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის წესს (შემდგომში - წესი).
2. წესის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების აღმოჩენა და მათი სოციალური რეაბილიტაცია.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მთავრობა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
ბ) მთავრობის თავმჯდომარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
გ) სამინისტრო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) სამთავრობო კომისია - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია;
ე) დეპარტამენტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი;
ვ) ადგილობრივი კომისია – თვითმმართველი ერთეულის გამგეობის/მერიის მიერ შექმნილი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია;
ზ) გამგეობა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის გამგეობა;
თ) მერია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერია;
ი) დაზარალებული ოჯახი - სტიქიური მოვლენების (მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობის, მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი ხასიათის მოვლენები) შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელიც შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება პირი, რომელიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით შეიძლება რეგისტრირებულია, მაგრამ ფაქტობრივად არ ცხოვრობს აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მისამართზე). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;
კ) დაზარალებული - ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
ლ) I - კატეგორია - საცხოვრებელი სახლი (ან მისი ნაწილი) დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად (სახლი აღდგენას არ ექვემდებარება);
მ) II - კატეგორია - საცხოვრებელი სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია (სახლი აღდგენას არ ექვემდებარება);
ნ) III - კატეგორია - საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ (სახლი აღდგენას ექვემდებარება);
ო) IV - კატეგორია - საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები იმყოფებიან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ისეთი რისკების ზონაში, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებას;
პ) დოკუმენტაცია - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით გამგეობის/მერიის ადგილობრივი კომისიების მიერ წარდგენილი სათანადო კორესპონდენცია;
ჟ) დახმარება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება.
მუხლი 3🔗.
ადგილობრივი კომისია
1. სწავლობს და აანალიზებს თვითმმართველ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას, გეგმას პრობლემების გადაჭრის გზებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიას წარუდგენს სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს.
2. დაზარალებული ოჯახების განსახლებისათვის საცხოვრებელი ფონდის შექმნის მიზნით აგროვებს ინფორმაციას თვითმმართველ ერთეულებში არსებული შენობებისა და მიწის რეზერვების თაობაზე და სამთავრობო კომისიას წარუდგენს სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს.
3. შეისწავლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ მდგომარეობას და სათანადო დოკუმენტაციას წარადგენს სამინისტროში სამთავრობო კომისიაზე განხილვის მიზნით. უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების თაობაზე.
4. ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ სხდომის ოქმს;
ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს;
გ) დაზარალებულის განცხადებას;
დ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლს ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
ე) ფოტომასალას;
ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართი N-2 – ის შესაბამისად შევსებულ ცხრილს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ადგილობრივი კომისიის თავმჯდომარე და დასმული აქვს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედი. ცხრილს უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი:
ვ.ა) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ, დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველ ინფორმაცია/ცნობა/აქტი;
ვ.ბ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ საცხოვრებელ სახლზე შედგენილი დეფექტური აქტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ.გ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ დაზარალებულის სახლის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტი;
ვ.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ.ე) შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ საბუთი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ზარალის შეფასების აქტი იმ შემთხვევაში, თუ დახმარების განხილვის მოცემული ეტაპისათვის კომპენსაციის გაცემა განიხილება დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად.
5. მრავალსაცხოვრებლიან სახლებზე, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ ოქმს;
ბ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს;
გ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ დაზიანებული სახლის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველ დოკუმენტს;
დ) ზარალის შეფასების აქტს (საჭიროებისამებრ);
6. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ კომისიას.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია მოამზადოს ადგილობრივი კომისიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სამთავრობო კომისიაზე გასატანად. ამ მიზნით:
ა) ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის, წინამდებარე წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობას;
ბ) არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია დაუბრუნოს დოკუმენტაცია ადგილობრივ კომისიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ან დამატებით გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაციას;
2. ასრულებს სამთავრობო კომისიის ცალკეულ მითითებებს.
3. საჭიროების შემთხვევაში გამგეობიდან/მერიიდან ან ადგილობრივ კომისიებიდან დამატებით გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას.
4. ხელს უწყობს სამთავრობო, ადგილობრივ კომისიებსა და დაზარელებულ ოჯახებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.
5. უწევს მეთოდურ დახმარებას და სხვადასხვა სახის კონსულტაციებს ადგილობრივ კომისიებს.
6. უზრუნველყოფს ადგილობრივი კომისიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების სამთავრობო კომისიის სხდომაზე გატანას.
7. დეპარტამენტი სამინისტროში შესული განცხადების/საჩივრის საფუძველზე შეისწავლის დაზარალებულსა და ადგილობრივ კომისიას შორის წარმოშობილ უთანხმოებას, ახორციელების მედიატორის ფუნქციას და მხარეებს აძლევს რეკომენდაციებს.
მუხლი 5🔗.
სამთავრობო კომისიის უფლებამოსილება
1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების (მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობის, მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი ხასიათის მოვლენების) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების თაობაზე;
ბ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების თაობაზე.
2. სამათავრობო კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ.
3. დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების მიზნით:
ა) აძლევს სათანადო მითითებებს დეპარტამენტსა და ადგილობრივ კომისიებს;
ბ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას შესაბამისი დაწესებულებებიდან.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციების, ადგილობრივი კომისიების რეკომენდაციებისა და წინამდებარე წესის გათვალისწინებით, დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის განხილვისას, ღებულობს ყველაზე მისაღებ გადაწყვეტილებას მოცემული ეტაპზე არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე.
5. დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, წარადგენს შესაბამის სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს მთავრობაში ან/და მთავრობის თავმჯდომარესთან.
მუხლი 6🔗.
დახმარება
1. დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაწეული დახმარება განისაზღვრება განხილვის ეტაპისათვის არსებული შესაძლებლობებისა და შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ ითვალისწინებს მანამდე გაწეული დახმარების სტანდარტული ფორმატის დაწესებას.
2. დახმარების სახეები:
ა) საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება იყოს დროებითი (თავშესაფარი ხელმისაწვდომ საბინაო ფონდებში, ქირით უზრუნველყოფა ან სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოძებნა) და გრძელვადიანი (გამოვლენილი საცხოვრებელი ფონდის რეზერვები, ბინების ან ინდივიდუალური სახლების მშენებლობა/შეძენა) განსახლება როგორც რეგიონში ისე რეგიონის ფარგლებს გარეთ;
ბ) ფინანსური დახმარება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან/და ადგილმონაცვლეობის მიზნით შესაბამისი სამსახურების/სპეციალისტების მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვაზე მითითებულ ფულად ოდენობას.
3. საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის დროს საცხოვრებელი ფართის ადგილმდებარეობის შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ და შესაბამისად ინტეგრირებულნი არიან.
4. სამთავრობო კომისიამ ადგილობრივი კომისიების მიერ გაწეული არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე შეიძლება იმსჯელოს ისეთი დაზარალებული ოჯახის დახმარების თაობაზე, რომელსაც ადრე გაეწია ფინანსური ან/და სხვა სახის დახმარება, მაგრამ ვერ შეიქმნა უსაფრთხო საცხოვრისი.
5.დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება შეთავაზებული დახმარების თაობაზე, სათანადო მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
6. დაზარალებულთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროცესში, სამთავრობო კომისია უფლებამოსილია მისცეს რეკომენდაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე შედგენილ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დაზარალებულისათვის ფართის გადაცემის სპეციალური პირობები (გადასაცემ ფართში რამდენიმე წლიანი სავალდებულო ცხოვრების პირობა, დაზიაინებული მიწის ფართის სახელმწიფოზე გადაცემა ან/და სპეციალური დამუშავების ვალდებულება და სხვა).
მუხლი 7🔗.
პრიორიტეტების განსაზღვრა დახმარების აღმოჩენის დროს
1. დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების პროცესის გრძელვადიანობის გამო ეს წესი ითვალისწინებს მოცდისა და რიგითობის პრინციპს, რომლის დროსაც:
ა) საცხოვრებელი ფართით ერთ ეტაპზე დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება ბუნებრივი მოვლენების, ანთროპოგენური და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს. გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების დაკმაყოფილებისას რიგითობის აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში დაზარალებულთაგან პრიორიტეტი მიენიჭებათ ამ წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ -ქვეპუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტის მიხედვით.
ბ) დროის ერთ მონაკვეთში ფინანსური დახმარების მიღების შემთხვევაში, სტიქიით დაზარალებულთაგან პრიორიტეტი ენიჭებათ:
ბ.ა) მარჩენალდაკარგულების (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკამდე) ოჯახებს;
ბ.ბ) მრავალშვილიან ოჯახებს (18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი);
ბ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებს;
ბ.დ) მარტოხელა დედის (არარეგისტრირებული ქორწინებიდან დაბადებული/შვილად აყვანილი ბავშვის/ბავშვების დედა, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის შვილს/შვილებს), ოჯახებს;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
დ) ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეთა, ომში დაღუპულთა და/ან ომის ვეტერანთა დაზარალულ ოჯახებს;
ე) დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში გათვალისწინებულ სტანდარტებს არ მიესადაგებიან, მაგრამ შექმნილი განსაკუთრებული მიზეზის გამო შესაბამისი ადგილობრივი კომისიები უწევენ არგუმენტირებულ შუამდგომლობას.
2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით წინამდებარე წესი გამიზნულია ზოგადი ხელმძღვანელობისათვის, თუმცა აღნიშნულ წესში გათვალისწინებული ვერ იქნება ყველა შემთხვევა, რომლის წამოჭრის დროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
მუხლი 8🔗.
გამგეობების/მერიის შუალედური როლი
1. აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო კომისიასთან, დეპარტამენტსა და ნებისმიერ სხვა სამთავრობო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პრობლემის დროული რეაგირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. ოპერატიულად აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ/უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგენს სარეკომენდაციო წინადადებებს სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და ბუნებრივი მოვლენების, ანთროპოგენური და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომების გატარების თაობაზე.
3. მკაცრ კონტროლს აწესებს სტიქია საშიშ ზონებში ჩასახლების/მშენებლობის პროცესის მართლზომიერების თაობაზე.
4. წარადგენს ინფორმაციას მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მიწისა ან/და საცხოვრებელი ფართების სარეზერვო ფონდების არსებობის შესახებ.
მუხლი 9🔗.
მართვა და კოორდინაცია
1. სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას და სპეციალისტების რჩევებს.
2. სამთავრობო კომისიის მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და წინადადებები მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარეს შეიძლება მიეწოდოს სტრატეგიის, გეგმის ან სხვა სახით – წერილობითი ფორმით.
3. სამთავრობო კომისია უზრუნველყოფს განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობას, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
მუხლი 10🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი შესწავლის ცხრილი
დაზარალებულის სახელი, გვარი
.......................................................
პირადი №
ადგილობრივი კომისიის მიერ მინიჭებული დაზარალების კატეგორია
ფაქტობრივი საცხ/მის:
ტელ/მობ. №-
დაზარალებულის ოჯახის შემადგენლობა
№
სახელი
გვარი
პირადი №
ნათესაური კავშირი
1
2
3
4
5
6
7
8
ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მოკლე აღწერა
შესაბამისი სამსახურების/სპეციალისტების მიერ,დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზიანის ამსახველი მოკლე ინფორმაცია
ხარჯთაღრიცხვა
(ლარებში)
საკუთრ/მფლ-ში არსებული სხვა საცხ. ან/და მიწის ფართი.
ამ წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ -ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახის სოციალური სპეციფიკა
სარეიტინგო ქულა -სოც.დაუცველთა ერთიან ბაზაში