განჩინება შპს „ნიუ სითი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18827-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18827-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლი 17 თებერვალი

თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  - შპს ,,ნიუ სითი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204495974)

დირექტორი - ზაქარია გიორგაძე

წარმომადგენლები - 1 - ეკატერინე ბიწაძე

                       2 - დავით ტუკვაძე

 

მოთხოვნა -  კრედიტორთა კრების მოწვევა

 

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და

 

გამოარკვია

 

2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ნიუ სითის’’  დირექტორმა ზაქარია გიორგაძემ და მოითხოვა შპს  ,,ნიუ სითის’’  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან  შპს ,,ნიუ სითის’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  შპს ,,ნიუ სითის’’  დირექტორმა ზაქარია გიორგაძემ მოითხოვა  შპს ,,ნიუ სითის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით განმცხადებლის  შპს ,,ნიუ სითის’’  დირექტორის ზაქარია გიორგაძის  განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო),  კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2014 წლის 17 თებერვალს 10:00  საათზე.

 

 

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის შესაბამისად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება  იმავე დღის წესრიგით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

 

 

ამავე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

     

d a a d g i n a 

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის 24 თებერვალს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29  შემდეგი დღის წესრიგით: 

 

1.1. მეურვის ანგარიში შპს ,,ნიუ სითის’’ საფინანსო-სამეურვეო საქმიანობის შესახებ.

 

1.2.  შპს ,,ნიუ სითის’’ მიმართ კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ.

 

1.3. გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ.

 

1.4. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

 

მოსამართლე                                   თამარ ჭუნიაშვილი