საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2014
ძალაში შესვლა 18.02.2014
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №8532
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
matsne.gov.ge 814 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2014 მიღება
18.02.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №8532 2014 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. შეიქმნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი (შემდეგში –  სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი შარტავა – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე);  ბ) ვლადიმერ ხუნდაძე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; გ) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; დ) მიხეილ ქავთარაძე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; ე) გიორგი კობეშავიძე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;  ვ) ემილიანე მამალაძე – საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;  ზ) დავით ბარამიძე – საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; თ) ნუგზარ ცაგურია – საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს სატარიფო კონტროლისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ი) კონსტანტინე ქელბაქიანი – საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლის და რისკების მართვის სამმართველოს რისკების მართვის განყოფილების უფროსი; კ) ნინო ქურდაძე – იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულება დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს სატარიფო კონტროლისა და ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ოფიცერს ნანა რამაზაშვილს. 3. დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.  4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 6 აგვისტოს №37340 ბრძანება. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. დანართი №1 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი     მუხლი 1🔗. 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფის) საქმიანობის წესი განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სხდომის მომზადებისა და ჩატარების პროცედურებს. 2. სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემუშავება.     მუხლი 2🔗. 1. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხი განიხილება საბაჟო დეპარტამენტის ინიციატივით. 2. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს წარედგინება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევის დრო და სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტი. 6. სამუშაო ჯგუფის წევრებს სხდომის დღის წესრიგი, თანდართული დოკუმენტებით მიეწოდებათ სხდომის ჩატარებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. 7. სამუშაო ჯგუფის სხდომას წარმართავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი დავალებით ერთ-ერთი წევრი. 8. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება შესაბამის წევრთა უმრავლესობა. 9. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. 10. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საკითხის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ინდივიდუალურად შეთანხმებით. 11. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადებითად შეაფასოს განხილული საკითხი; ბ) უარყოფითად შეაფასოს განხილული საკითხი; გ) მიიღოს საკითხის წარმოდგენილისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება; დ) გადადოს საკითხის განხილვა; ე) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს წარდგენილი საკითხი; ვ) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი. 12. სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფორმდება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების მიღებაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 13. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს. 14. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები სხდომის ოქმთან ერთად ინახება საბაჟო დეპარტამენტში. ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი