სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№500
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №500

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 21 აპრილის №16/1399 წერილი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მდებარე 2050 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა 01/02, ფართობით – 214.70 კვ.მ (სარეგისტრაციო №360233001);

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მდებარე 2198 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა 01/02, ფართობით – 730.30 კვ.მ (სარეგისტრაციო №360341006).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური