⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.06.2025)
გაუქმებულია:

საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2014
ძალაში შესვლა 01.02.2014
ძალის დაკარგვა 10.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.017798
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 661 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2014 მიღება
01.02.2014 ძალაში შესვლა
10.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №179 2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 128​1 მუხ­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამსახურის საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. საჯარო სამსახურის საბჭოს სტატუსი და მიზანი 1. საჯარო სამსახურის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის  საქართველოს მთავ­რობის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 128​1  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. საბჭოს მიზანია საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმ­წიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია, სახე­ლ­მწიფო ორგანოთა ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრული სხვა საკითხების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, საჯა­რო სამსახურის ძირითადი ღირებულებების – კომპეტენტურობის, პოლი­ტიკური მიუკერძოებლობის, პატიოსნების, სანდოობისა და საქვეყ­ნო­ობის დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფა. 3. საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, საბჭო საქართველოს მთავრო­ბისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და გადაწყვეტი­ლე­ბებს შემდეგ საკითხებზე: ა) საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ერთიანი პრინ­ცი­პებისა და მიდგომების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ; ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრუ­ლყოფის შესახებ; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურების გან­ვი­თარებისა და საქმიანობის სრულყოფის შესახებ; დ) საჯარო მოსამსახურეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი გამართუ­ლი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის შესახებ; ე) საჯარო სამსახურის სფეროს რეფორმების ერთიანი სტრატეგიისა და პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ; ვ) საჯარო სამსახურის სისტემის რეორგანიზაციასთან, ადამიანური რე­სუ­რსების მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების, პროგ­რამებისა და ხელშეკრულების  შეთანხმებისა და შესრულების შესახებ. 2. აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საჯარო სამსახურის სფეროს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმა­ტიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზა­დე­ბა; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვა­ლო­ბისა და საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; გ) საჯარო სამსახურის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთო­დური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი რე­კო­მენ­დაციების შემუშავება. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 12 წევრისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს მთავ­რ­ობის ის წევრი, რომელსაც ეკისრება პირველი ვიცე-პრემიერის მოვა­ლე­­ობების შესრულება. 4. საბჭოს მდივანს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 5. საბჭოს 12 წევრი შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასა­მართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­გა­­ნოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან, რომელსაც ნიშნავს საქარ­თვე­ლოს პრემიერ-მინისტრი. 6. საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი სამუშაო. მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებები 1. საბჭოსა და მის წევრებს შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებ­ში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო­ებს და თანამდებობის პირებს მოსთხოვონ შესაბამისი საკითხის განხილვი­სა­­თვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა კანონით დადგენილ ვადებში. 2. საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის და­წესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი. მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომები 1. საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. 2. სხდომის მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს მინიმუმ 5 წევრის  მოთხოვნით. 3. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ საბ­ჭოს მდივნის მიერ ეცნობება სხდომამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, რიგგა­რე­შე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – გონივრულ ვადაში. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. 5. საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგ­ში კონკრეტული საკითხის შეტანა, რის შესახებაც მან საბჭოს მდივანს უნდა აც­ნობოს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაუ­ცვე­ლად საბჭოს შეუძლია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით დღის წესრი­გ­ში შეიტანოს განსახილველი საკითხი. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხი გამოაქვს საბჭოს მდივანს ან საბჭოს იმ წევრს, რომელსაც საბჭომ სთხოვა საკითხის მომზადება, ან რომელმაც მოი­თ­ხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა. 8. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე ან, მისი დავა­ლე­ბით, საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთ­ხვე­ვისა. 10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავ­ლე­სო­ბით. 11. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი. სხდომის ოქმი საჯარო დოკუმენტია, გარდა  კანონ­მდებ­­ლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. საბჭოს რეკომენდაცია შესაძლებელია აისახოს უფლებამოსილი პი­რის მიერ გამოცემულ ნორმატიული აქტში. მუხლი 6🔗. საბჭოს მდივანი 1. საბჭოს მდივანს – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს – თანამდე­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრე­მი­ერ-მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი: ა) ხელმძღვანელობს საჯარო სამსახურის ბიუროს; ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხა­რეს; გ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირთან ურთიერთობაში სპეციალური რწმუ­ნების გარეშე; დ) ორგანიზებას უკეთებს საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მას­ზე განსახილველი საკითხების მომზადებას; ე) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს სათანადო ინფორმაციით; ვ) თვალყურს ადევნებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მდგო­მარეობას; ზ) ყოველწლიურად საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სამუშაოს ანგარიშს და მომდევნო წლის სამუშაო გეგმას.