📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2015
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 454 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2014 მიღება
05.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში (ქ. თერჯოლის ტერიტორია)
2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის
3 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის
4 სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)
საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძე საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2014 წლის 21 თებერავალი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №N1037 (ვებგვერდი, 23.09.2013წ) კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗  დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №1 დადგენილება (სსმ, 18/02/2013). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ფანჩულიძე                                                                                                                                                                                              დანართი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით CN = IMG X ITL X C X K  სადაც:  ა) CN არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;  ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;  გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი;  დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;  ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43. მუხლი 3🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0. მუხლი 4🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30. მუხლი 5🔗  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს: № ტერიტორია კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი. (0,43X1,0X0,24X30) ლარი 1 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში (ქ. თერჯოლის ტერიტორია) 3,096 2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი)   3,096 3  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის ჩოლაბურის ხიდი – თერჯოლა –ტყიბული (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096 ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167 4 სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548