წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2014
ძალის დაკარგვა 02.10.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,043 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2014 მიღება
02.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2014 წლის 21 თებერვალი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი დანართი 1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების  სახელდების წესი თავი I  ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ქუჩებისა და მოედნების სახელდების წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა მსგავსი ობიექტების სახელდების საკითხებზე. 2. წესის მიზანია ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა მსგავსი ობიექტების სახელდების საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ამ სფეროში წესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა. თავი II ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესი მუხლი 2🔗 1. ქუჩის, მოედნის, პარკის და სხვა მსგავსი ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს, ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის  დასახელებას და სხვა. 2. ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან. 3. ქუჩის,  მოედნის, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის  სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტში არსებულ ორ ან რამდენიმე ქუჩას, მოედანს, პარკს ან სხვა მსგავს ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება. 4. ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. ქუჩაზე ან/და მოედანზე მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში უცხო ენაზე მითითებული ქუჩის ან/და მოედნის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით). მუხლი 3🔗 1. ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. 2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩას, მოედანს, პარკს ან სხვა მსგავს ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 3. ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა მსგავსი ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტისათვის  სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ქუჩისა  და მოედნისათვის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება. მუხლი 4🔗 1. ქუჩების, მოედნების, პარკების ან სხვა მსგავსი ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით. 2. ქუჩების, მოედნების, პარკების ან სხვა მსგავსი ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სივცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული ქუჩის ან/და მოედნის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. საკრებულოს კომისია ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ და კომისიაში შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები,რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს კომისიის თავმჯდომარე. 2. ქუჩების, მოედნების, პარკების ან სხვა მსგავსი ობიექტების სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა. 3. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 6🔗 1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქუჩის ან მოედნის სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ქუჩის ან მოედნისათვის მიმართვაში მოცემული სახელწოდების მინიჭების მიზანშეუწონლობის) შესახებ მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.  2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის  სახელდების  საკითხი (ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა მსგავსი ობიექტის სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ  დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 3. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩებისა, მოედნების, პარკების ან სხვა მსგავსი ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით, ღებულობს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში სავალდებულოდ ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. საკრებულოს ასეთი დადგენილება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.  4. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. 5. კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები და მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ქუჩის ან მოედნის სახელდების შესახებ საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოცემულ ქუჩაზე ან მოედანზე არსებული სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს დადგენილების შესაბამისობაში მოსაყვანად თავი III გარდამავალი დებულებები მუხლი 7🔗 1. ქუჩების,  მოედნების, პარკების ან სხვა მსგავსი ობიექტების  სახელდების საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ქუჩებისა და მოედნების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია. 3. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.