⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.03.2015)
გაუქმებულია:

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2014
ძალის დაკარგვა 13.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017807
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,201 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2014 მიღება
13.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №188 2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირვე­ლი პუნქტის  საფუძველზე, დამტკიცდეს: 1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1). 2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი  №1 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა ირაკლი ნოზაძე ‑ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;  ვაჟა გელეიშვილი ‑ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრე­ლი­ძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თა­ვ­მჯ­დო­მარის მოადგილე; ქეთევან ლომიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუ­რ­სების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამ­სახურის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი; კობა გაბაძე ‑ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს  ლიცენზირების დეპარტამენტის  უფროსი; ემილ  წერეთელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გა­რე­მოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გეო­ლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩალათაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მო­ად­გილე; მერაბ გაფრინდაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მო­ად­გილე; თინათინ შენგელია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გა­რემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსი; დავით რობაქიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგ­რი­რებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი; უჩა ზვიადაძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარ­ტა­მენტის ჰიდ­რო­გეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართუ­ლების სრული პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ბერდი ზაუტაშვილი ‑ სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნი­ვერ­სი­ტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკო­ლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; შალვა გეგია ‑ სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის გეო­ლო­გი­ური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავ­ლებელი; გიორგი მაღალაშვილი ‑ სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნი­ვერ­სიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქარ­თველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამო­ყენების ლაბორატორიის განყოფილების გამგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალო­გი­ის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესო­რი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკო­სი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი; ნოდარ ქაჯაია ‑ სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარ­ტა­მენტის მყარი სასარ­გებლო  წიაღისეულის ძებნა‑ძიების პროგრამის ხელმძღვანელი, გე­ოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სა­ქართველოს ტექნი­კური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ლალი ღოღობერიძე ‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; როლანდ ტორონჯაძე - სამთო ინჟინერ-გეოლოგი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს გეოლოგთა კავ­ში­რის პრეზიდენტი. დანართი  №2 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში ‑ კომისია) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) არსებული სათათბირო ორგანო. 2. კომისიის ამოცანაა ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთო­ბისა და გაზის რესურსების გარდა) მარაგების გამოთვლისათვის მოპოვე­ბული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება, მარაგების დამტკიცების მიზნით დასკვნის შემუშავება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისათვის (შემდგომში - მინისტრი) დასამ­ტკიცებლად წარდგენა. 3. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე, მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღი­სეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია კომისიის დასაბუ­თე­ბული დადებითი დასკვნა. 4. მარაგების დამტკიცება შეიძლება საბადოს დეტალური გეოლო­გიური შესწავლის სტადიაზე, თუ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობ­რივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პირობები, ტექ­ნი­კურ-ეკონომიკური მახასიათებლები, სამრეწველო ათვისებისათვის მზა­დ­ყოფნა, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა, მისი მოპოვების რენტაბელობა და სხვა პირობები. 5. დამუშავებაში მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარა­გე­ბი ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პრო­ცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილების შემთხვევაში. თავი II კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 2🔗 1. კომისიის ფუნქციებია: ა) ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა საფუძველზე შედგენილ, წი­აღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლისათვის საჭირო მუდმივი და დროებითი კონდიციების დამტკიცების თაობაზე დასკვნის შემუშავება; ბ) ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის რესუ­რსების გარდა) საბადოების, აგრეთვე, მათი დამუშავების პროცესში დამა­ტებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის მასალის შემოწმება და მარაგების დამტკიცების თაობაზე დასკვნის შე­მუშავება; გ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ გეოლოგიური ინფორმაციის შემოწ­მება; დ) სასარგებლო წიაღისეულის წინასწარ გამოთვლილი (საავტორო) მა­რა­გების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამტკიცების თაობაზე დას­კვნის შემუშავება; ე) მინერალური ნედლეულის მუდმივი (საჭიროების შემთხვევაში ‑ დრო­ებითი) კონდიციების დასაბუთებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების, წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის მასალის ექსპერტიზის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დაძიებული მარაგების დამტკიცების თაობაზე დასკვნის შემუშავება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან მათი ნაწილის) სამრეწველო მნიშვნელობისა და მათი ათვისებისათვის მზადყოფნის განსაზღვრა. 2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია უფ­ლებამოსილია: ა) მოიწვიოს ექსპერტები განსახილველად წარდგენილი მასალის ექს­პერტიზაში მონაწილეობის მისაღებად; ბ) მოითხოვოს წიაღით მოსარგებლეებისაგან ყველა გეოლოგიური (მათ შორის, საველე გეოლოგიური დოკუმენტაცია) და ის მასალა, რომელიც საჭიროა მინერალური ნედლეულის კონდიციების, ტექნიკურ-ეკონომი­კური დასაბუთებისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების წიაღში გამოთვლის შედეგების შესამოწმებლად.  3. ანგარიშის წარმდგენი ვალდებულია წარადგინოს მასალის არანაკ­ლებ ოთხი ნაბეჭდი და ოთხი ელექტრონული ვერსია, ასევე, საავტორო ცნობები, კომისის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. თავი III კომისიის მართვა და საქმიანობის ზოგადი წესი მუხლი 3🔗 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე. 3. კომისიის თავმჯდომარე: ა) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრუ­ლებაზე; ბ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე მოქმედებს კომისიის სახე­ლით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პი­რებთან ურთიერთობაში; გ) ამტკიცებს მოწვეულ ექსპერტთა შემადგენლობას. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მი­ერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე, კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესა­ბა­მის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდი­ვა­ნი. მუხლი 4🔗 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. 3. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს, დღის წესრიგსა და კომისიის ჩა­ტარების ადგილს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შე­მ­თ­ხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნა­ხევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით. 5. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი მონაწილეობას იღ­ებ­და განსახილველად წარდგენილი კონკრეტული მარაგების მომზა­დე­ბის პროცესში, აღნიშნული საკითხის განხილვისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მას აღარ აქვს კომისიის სხდომაზე ხმის მიცემის უფ­ლება. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თა­ვ­მჯ­დო­მარის ხმა. 7. დასაშვებია კომისიის მიერ საკითხების გასვლით სხდომაზე განხილ­ვა. 8. მარაგების დამტკიცების თაობაზე დასკვნის შემუშავების მიზნით კო­მი­სიას წარედგინება: ა) საბადოს განლაგების პირობები; ბ) შესწავლის შედეგები; გ) სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგების ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი მონაცემები; დ) საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიცი­ები; ე) ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ; ვ) საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემა; ზ) საბადოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მასალა, რომელიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ. 9. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების თაობაზე დასკვნას შე­იმუშავებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმა­ციის წარდგენიდან  60 კალენდარული დღის ვადაში. 10. კომისია  თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდო­მის ოქმს), სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების მიზ­ნით, კომისიის სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში, წარუდ­გენს სამინისტროს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ინდივი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული ანგარიშების თითო ეგზემპლარი გადა­ეცემათ კომისიის სამდივნოს და სამინისტროს საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სასარგებლო წია­ღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან. 11. კომისიის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ამ მუხ­ლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში, კომისიის სხდომის სრული  ოქმი და დაუმტკიცებელი ანგარიშების თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოს და სსიპ ‑ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა დაუმტკიცებელი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამო­ნაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.