„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №195 |
|
2014 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
დ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარება, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; “.
2. 182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 182
სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და განვითარება ეროვნული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად;
ბ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
დ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი პირების ამბულატორიული და სტაციონარული (გეგმური და გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ვ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისა და ანალიზის ორგანიზება. სამედიცინო შეცდომების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური უზრუნველყოფა;
თ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით;
კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება: ასევე, უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი;
ლ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვების ორგანიზება;
ნ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №195. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.10.003.017808.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №195, 21.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 100110000.10.003.017808 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2256792/