კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.017815
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,773 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
იზოლირებული ფართობი ‑ იზოლირებულად ითვლება საც­ხო­ვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ
არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №189 2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არ­სე­ბული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხო­ვ­რებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირე­ბუ­ლი) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესის და­ს­რულების მიზნითა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სახელ­მწი­ფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (N1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუ­ხ­ლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:           1. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატი­ზე­ბუ­ლი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არა­ი­ზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღ­მას­რულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსა­ს­ყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ (დანართი №1).           2. საკუთრების უფლების მოწმობის ფორმები (დანართი №2 და №3). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი  №1 კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართ­ველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვი­თ­მმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შო­რის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივა­ტიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსას­ყიდ­ლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარ­მოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალის­წი­ნე­­­ბული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. 2. წესის შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაც­ხოვ­რებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კა­ნო­ნიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადა­ცე­მა. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს ში­ნა­გან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლე­ბის ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამ­სა­ხურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი  (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფარ­თობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინა­პირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგე­ნილი წესის შესაბამისად. 4. ეს წესი არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პი­რ­თა ‑ დევნილთა და ქ. თბილისში მიწისძვრით დაზარალებულთა მი­ერ დროებით დაკავებული ფართობების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშ­ვნელობა: ა) საცხოვრებელი ფართობი ‑ შენობის ის ნაწილი, რომელიც გა­მოიყენება საცხოვრებლად; ბ) არასაცხოვრებელი ფართობი ‑ შენობის ის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად;  გ) იზოლირებული ფართობი ‑ იზოლირებულად ითვლება საც­ხო­ვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე; დ) არაიზოლირებული ფართობი ‑ არაიზოლირებულად ითვ­ლება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარ­გებლობა დამოკიდებულია სხვა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე; ე) კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფ­ლება­მოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუა­ლურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, სა­ბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საც­ხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლი­რებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალე­ბის შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრე­ბელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი:   ვ.ა) დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი საც­ხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზო­ლირე­ბული) ფართობი, რომელიც კანონიერ მოსარგებლეს გადაეცა გარკვე­ული პირობით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრუ­ლებელ ორგანოში განცხადების წარდგენისას აღნიშნული პირობის უფ­ლებამოსილი ორგანოს მიერ შესრულება შეუძლებელი ან/და მი­ზანშეუწონელია; ვ.ბ) შრომითი ურთიერთობების არსებობის, განსაზღვრულ ორ­გა­ნოში წევრობის ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე, კანონიერი მო­სარგებლისათვის დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი საც­ხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზო­ლი­რებული) ფართობი; ზ) საკუთრებაში გადაცემა ‑ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივა­ტი­ზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არა­იზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგა­ნოს გადაწყვეტილება ‑ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრუ­ლებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (თვით­მმარ­თველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბი­ლისში ‑ შესაბამისი რაიონის გამგებელი) ინდივიდუალური სამართ­ლებ­რივი აქტი; ი) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი - საცხოვრებელი სახ­ლი, რომელიც შედგება ერთი ან ორი ინდივიდუალური საკუთ­რების საგნისაგან (ბინისაგან). მუხლი 3🔗. საკუთრებაში გადაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზო­ლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებ­ლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შე­საბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორ­განოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალა­ქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილის­ში ‑ შე­საბა­მი­სი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესა­ხებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებ­ლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა 1. არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზო­ლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გა­დაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილო­ბითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღ­მას­რულებელ ორგანოში. 2. განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორ­გა­ნოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარ­გებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმი­ნის­ტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგ­რეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენ­ტის ას­ლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარ­მო­მა­დ­გენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარ­მო­მადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არა­იზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითე­ბუ­ლია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მო­სარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სა­სარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატი­ზი­რებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცე­მისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად და­მოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირო­ბის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მი­სი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფარ­თო­ბის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებ­ლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრე­ბელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფარ­თობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთ­რებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგ­რეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნო­ბა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). 4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანო­ში წარდგენისას, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე დამაგრებუ­ლი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ფა­რ­­თობი არ უნდა აღემატებოდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივ­ში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფა­რ­თობს. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არ არის დაცუ­ლი ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, საკადასტრო აზომვით ნახა­ზ­ში მიეთითება მიწის ნაკვეთის მხოლოდ ის ფართობი, რომელზე­დაც უშუ­ალოდ განლაგებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახ­ლი. 5. განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმ­ცხა­დებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხა­დება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და დაუყოვნებ­ლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების რეგისტრაციაში გატა­რე­ბის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუ­ხ­ლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვ­ნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავ­ლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუ­მენტი ან ინფორმაცია. 8. დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო რეგისტრი­რებულ განცხადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენ­ტში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას, წარდგე­ნის თარიღს და ადასტურებს ბეჭდით. 9. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე გან­ცხადების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 10. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესა­ბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას გან­ცხა­დების განუხილველად დატოვების შესახებ. 11. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება მხოლოდ განმცხადებლის მიერ შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგე­ნისთანავე. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგა­ნოს მიერ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. 2. თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალის­წინებულ  მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღ­მას­რუ­­ლე­ბელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზო­ლი­რებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადა­ცემის თაობაზე. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არა­საც­ხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობ­თან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებ­ლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. 4. თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრე­ბელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირე­ბული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კა­ნონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 5. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებული საცხოვრე­ბელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტი­ლებას კანონიერი მოსარგებლისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსას­ყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 6. თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შედგება ორი ინ­დი­ვიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან) ან/და ინდივი­დუალურ საცხოვრებელ სახლში არსებული საცხოვრებელი და არასაც­ხოვ­რებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი კანო­ნიერ მოსარგებლეებს გადაეცემათ თანასაკუთრებაში, ადგილობ­რივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვე­ტილებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 7. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ შენობაში არ­სებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხ­მობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. თუ  კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადე­ბაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვე­ტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 9. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგა­ნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. საკუთრებაში გადაცემის ხელახლა მოთხოვნა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვე­ტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საცხოვრებელი და არასაც­ხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის სა­კუთ­რებაში გადაცემის განხილვის შესახებ განცხადება შესაძლებელია განმეორებით იქნეს წარდგენილი, თუ ფაქტობრივი ან სამართლებ­რივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვით­მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, შეიცვალა განმცხადებლის სასარგებლოდ. მუხლი 7🔗. საკუთრების უფლების მოწმობა 1. კანონიერი მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების შესა­ხებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივი თვით­მმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართო­ბის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადას­ტურებელ დოკუმენტს - საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №2) და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლი­რებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომ­ვით ნახაზს. 2. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრე­ბელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფარ­თობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრე­ბაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულე­ბელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლი­რებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს - საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №3), დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართო­ბის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთის საკა­დასტრო აზომვით ნახაზს. 3. კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ და არასაც­ხო­ვ­რებელ ფართობზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუ­ცი­ლე­ბელია საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე უფლების სსიპ ‑ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. დანართი №2 მცირე სახელმწიფო გერბი საკუთრების უფლების მოწმობა №         _______________________________________________________      (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დასახელება) ეძლევა_____________________________________          (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში  _________________________________           _________________________________________________ფართობი, (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი, იზოლირებული, არაიზოლირებული) რომელიც მდებარეობს _____________________________________________________________ _______________________________________________________________________________ (ადგილმდებარეობა) ფართობი  __________________________________   კვ. მეტრი საფუძველი:______________________________________  (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)      მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გა­და­ე­­ცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მო­წ­მო­ბა ძალაშია საფუძველთან და დამოწმებულ საცხოვრებელი და არა­საც­ხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართო­ბის ში­და საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარ­მოა­დ­გენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემულია 20   წლის   _________       _____ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                /-------------------------/ დანართი №3 მცირე  სახელმწიფო გერბი საკუთრების უფლების მოწმობა   № ________________________________________________________       (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დასახელება) ეძლევა _________________________________________________          (მესაკუთრე და მისი მისამართი)   მასზედ, რომ მას გადაეცა                    საკუთრებაში _________________________________ფართობი და  (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი, იზოლირებული, არაიზოლირებული)  _____________________________ საკუთრებაში შესაბამისი მიწის ნაკვეთი (საერთო/ინდივიდუალური) რომელიც მდებარეობს  ____________________________________________ _______________________________________________________  (ადგილმდებარეობა) ფართობი ______________________________________   კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფართობი ________________________  კვ. მეტრი საფუძველი: ______________________________________________________ ________________________________________________________ (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)      მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადა­ეცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწ­მობა ძალაშია საფუძველთან, დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაც­ხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზთან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუ­ყოფელ ნაწილს.      გაცემულია 20___         წლის     ______________________         უფლებამოსილი პირის ხელმოწერა   /_____________________/