„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2027-IIს
სარეგისტრაციო კოდი
370030000.05.001.017338
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი წესით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

32. ამ მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიმართავს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც დასაბუთებული აუცილებლობის არსებობისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2014 წლის 30 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება;

დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 თებერვალი 2014 წ.

N2027-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2014.
როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2027-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 370030000.05.001.017338.
რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2027-IIს, 20.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 370030000.05.001.017338 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2257184/