ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017818
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,094 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №201 2014 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის თანახ­მად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხე­ების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის  პერიოდული განახლების, სა­მოქ­მედო გეგმის შემუშავების და განხორციელების კონტროლის, უწ­ყე­ბათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადა­დებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქ­მე­თა სამინისტროსთან შეიქმნას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციუ­ლი და ბირთვული საფრთხეების  წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ლევან იზორია ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მო­ად­გილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრ­თ­ხო­ე­ბის საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინი­სტრის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და გან­ვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორი, საკოორდინაციო სა­ბ­ჭოს მდივანი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და სა­განგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარ­ტა­მენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციე­ბის მართვის დეპარტა­მენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი სახელმწიფო საქ­ვე­უწყებო დაწესებულების ‑ საქართვე­ლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლი­ციის დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორის­ტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‑ტექნი­კური დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრი­მი­ნალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების  დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამი­ნისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამი­ნი­ს­ტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსა­ხუ­რის უფროსი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი; სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი; სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ. ლუ­გა­რის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვა­ნელი; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურ­ნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი;  სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 2🔗 ეთხოვოთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა: ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს; ბ) აშშ‑ის საელჩოს საქართველოში; გ) ევროკავშირის მისიას საქართველოში; დ) ევროკომისიის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირ­თვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების  ცენტრის  რე­გი­ო­ნულ სამდივნოს (თბილისი). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკო­ორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქიმიური, ბიოლოგიუ­რი, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიზნით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­რობის 2013 წლის 1 მარტის №220 განკარგულება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთ­ხეების  წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრო­ბის დადგენილებით. 2. თავის საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტებით. 3.  საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქ­მიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა 1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართ­ველოს მთავრობა. 2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებე­ბის წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფე­რო­ში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციუ­ლი) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სა­ქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძ­ღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმო­მად­გენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. 4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადა­დებით. მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხე­ების  წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პერიოდული განახლება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგე­ნა; ბ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხე­ების  წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, დამტკიცება და საჭიროებისამებრ განახლება; გ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხე­ების  წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგ­მის განხორციელების კონტროლი; დ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთ­ხე­ების  წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციე­ლების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდი­ნაცია; ე) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთ­ხეების  წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბა­მისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკო­ორდინაციო საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწი­ფო ორგანოებსა და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმია­ნობი­სათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ქი­მიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  წინა­აღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახ­ლე­ბი­სა და სრულყოფის მიზნით; გ) თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიოს სა­კო­­ორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექს­პერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.             მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები 1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამო­ცა­ნების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  წინააღმდეგ ბრძოლის  ერ­ოვ­ნუ­ლი სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ქმნის 3 სამუშაო ჯგუფს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ‑რადიაციული მიმართულებით. საჭიროე­ბის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელ­მ­წიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციე­ლებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმო­მადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. 3. სამუშაო ჯგუფი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით იკრიბება საჭიროებისამებრ. 4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუ­ფის მომხსენებელს. 5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი. 6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორ­დინაციო საბჭო.             მუხლი 6🔗. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარ­მართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომა­რის მოადგილე. 3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ. 4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ. 5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამ­დივ­ნო, რომელიც უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამ­დივნოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდი­ნაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო. 6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს. 8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 9.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ან წევრთა გამოკითხვის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ ექსპერტებს.             მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენი­ლებით.