ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა, დაფინანსების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.02.2014
ძალის დაკარგვა 27.01.2015
გამომცემი ორგანო თავი III
დასკვნითი დებულებები
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა, დაფინანსების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2014 წლის 24 თებერვალი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი
დანართი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს, გაცემის პროცედურას. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება მოქალაქეთა იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას, ოპერაციებს, რომელთა დაფინანსება არ ხდება სადაზღვეო პოლისის მიერ. აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არა აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადად, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე 200 ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. თანხა გათვალისწინებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის და დევნილის სტატუსის ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე .
მუხლი 2🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იმ იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების ოჯახებისათვის გასაწევი დახმარება, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თანხა გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით.
2. ახალგორის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი და გარდაცვლილის დევნილის სტატუსის ასლი. დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის
მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100 (ას)-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები:
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის და დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 4🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მარჩენალდაკარგულთა ოჯახებისა და ბავშვთა, უმუშევართა სოციალური დაცვის კუთხით შესაბამისი კატეგორიის გაჭირვებულ მოქალაქეებზე დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 200(ორას) ლარს. დახმარების თანხა გათვალისწინებულია ბიუჯეტის სოციალური პროგრამებით.
2. ოჯახმა (მოქალაქემ), რომელიც განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის ან დევნილის მოწმობის ასლი, დევნილის სტატუსის არქონის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება მოქალაქეთა იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას და ოპერაციებს, რომელთა განხორციელება აუცილებელია და სრულად არ ფარავს სადაზღვევო პოლისი. დაფინანსება ეხება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი, აგრეთვე მათაც, ვისაც დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არ აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში.
დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პარიტეტების გათვალისწინებით:
ა) მოქალაქეთა გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციების პროგრამები ხორციელდება მოქალაქეთა მიერ შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით);
ბ) ერთ მოქალაქეზე გადასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვროს მოცემული მომენტისათვის შემდეგი ნორმატივების გათვალისწინებით: მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება 300 (სამას) ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხა 100 % -ით, 300 ლარიდან 600 ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხის 85%-ით, 600 ლარიდან 1000 ლარამდე 75%-ით, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე 65%-ით. 1500 ლარის ზევით ოპერაცია – მკურნალობის ღირებულების თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის.
2. კომისიამ გაითვალისწინოს განსაკუთრებული შემთხვევები და წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის - დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა–კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 6🔗. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება
1. ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის სტატუსი ან ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან;
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე..
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
2. კომისია ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 8🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას, უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს ორ კვირაში ერთხელ.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 9🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა).
მუხლი 10🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით.
2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ახალგორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.
3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.