უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 362 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2014 მიღება
01.03.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • იარაღის შესახებ საქართველოს კანონი „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი"

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №151 2014 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე–2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს. მუხლი 2🔗 უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – მომსახურების სააგენტო). მუხლი 3🔗 1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად  მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სათანადო დოკუმენტი, რომლის წარდგენაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას. მუხლი 4🔗 1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში თან უნდა იქონიოს: ა) საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა; ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის, მათ შორის, გადატანა-გადაზიდვის სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.