სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.02.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №166
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№166
2014 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-6 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების
დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის
ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოპერატიული სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დანაყოფები;
ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება, სამშენებლო-სარემონტო ან დასასუფთავებელი სამუშაოების განმახორციელებელი სამსახურები;
გ) სპეციალური სიგნალები – ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა სიგნალი, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო ან სპეციალური ხმოვანი სიგნალი;
დ) სპეციალური შეფერილობა – შეფერილობა, რომელსაც იყენებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურები მათზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელიც განასხვავებს ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს სხვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან;
ე) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების თაობაზე, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
მუხლი 3🔗
1. სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა, გარდა ნარინჯისფერი და ყვითელი ციმციმა სიგნალისა, გაიცემა მთავრობის წევრების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე ოპერატიულ, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო, საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებითაც ხორციელდება ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების საქმიანობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე შეიძლება გაიცეს სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა. აღნიშნული თანხმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და სპეციალური სამსახურების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების ზოგადი წესი).
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბუნებრივი რესურსების სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილებაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა მხოლოდ ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება-გამოყენების თანხმობა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – შემოსავლების სამსახურზე რეგისტრირებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა მხოლოდ სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების თანხმობა.
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე რეგისტრირებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა მხოლოდ სპეციალური ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალისა და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების თანხმობა.
6. ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება-გამოყენების თანხმობა გაიცემა იმ სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში თანხმობის გაცემის დამატებითი მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი II
სპეციალური თანხმობისა და შეფერილობის დაყენება-გამოყენების
და გაცემის პირობები
მუხლი 4🔗
1. სპეციალური სიგნალების დაყენება ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში ისე, რომ იგი შესამჩნევი იყოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის.
2. სპეციალურ სიგნალებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურები იყენებენ მხოლოდ ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებით სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში.
3. სპეციალური სიგნალების გამოყენება ნიშნავს მათ მოყვანას მუშა მდგომარეობაში.
4. სპეციალური სიგნალების გამოყენებისას ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლის და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით.
მუხლი 5🔗
1. სპეციალური შეფერილობა კეთდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების მიზნით და რეგისტრირებული არიან ოპერატიულ ან სპეციალურ სამსახურებზე.
2. სპეციალური შეფერილობა კეთდება შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი სპეციალური შეფერილობის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის მიერ სპეციალური შეფერილობის გამოყენებაზე თანხმობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
2. თანხმობის გაცემა ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს/დანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.
3. მომართვას თან უნდა დაერთოს:
ა) მონაცემები იმ სატრანსპორტო საშუალების (სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი და მისი გამოყენების დანიშნულება) შესახებ, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალური სიგნალებითა და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
გ) წერილობითი დასაბუთება სპეციალური სიგნალების გამოყენების აუცილებლობის შესახებ;
დ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების მიზნით.
4. თანხმობის გაცემა ხდება შუამდგომლობის დაყენებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
1. იმ სატრანსპორტო საშუალების გასხვისების ან დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, რომელზეც გაცემული იყო სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების ან სპეციალური შეფერილობის გამოყენების თანხმობა, დაუყოვნებლივ ეცნობება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ახორციელებს სპეციალური სიგნალების დემონტაჟს და სპეციალური შეფერილობის გაუქმებას, რის შესახებაც დგება ერთობლივი ოქმი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.