„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №73

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში (სსმ, 040.030.000.22.038.012.833, 27/02/2009) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე

 

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:"

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანდართული წესდება.“

4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდება

 

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №255 დადგენილების საფუძველზე.“

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“

დ) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 71. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მართვა

1. სასწავლო ცენტრის ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის ძირითადი ამოცანების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) კანონით დადგენილი წესით დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.

2. ადმინისტრაციული სამსახურის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს დირექტორი.

3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი