# შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის განკარგულება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №1016
- მიღების თარიღი: 30.07.2010
- კონსოლიდირებული რედაქცია: 14.09.2011
- სარეგისტრაციო კოდი: 000000000.00(0).000.000000
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2260922
- წყარო: https://legali.ge/law/2260922/

> ეს არის 14.09.2011 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც
არეგულირებს შიდა აუ­დიტის სუბიექტის თანამშრომელთა (შემდგომ­ში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქ­მიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მა­ღა­ლი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდი­ტორ­თა მიერ პრო­ფესიული ვალდებულებების სრულყო­ფილად და ეფექტიანად შეს­რუ­ლების ხელშეწყობა.
3. კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართ­ველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესა­ხებ“, საქართველოს კანონმდებლობასა და
საერთაშორისო შიდა აუდი­ტორ­თა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინ­ციპებსა და ნორმებს

[https://legali.ge/law/2260922/muxli-1/](https://legali.ge/law/2260922/muxli-1/)

---

## მუხლი 2. კოდექსის დაცვა

1. კოდექსში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წე­სების დაცვა სავალდებულოა ყველა შიდა აუდიტორისათვის მათ მი­ერ შიდა აუდი­ტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსით განსაზღვრული პრინ­ციპებისა და ქცევის წესების დაცვის კონტროლს ახორციელებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და დაწესებულების ხელმძღვანელი

[https://legali.ge/law/2260922/muxli-2/](https://legali.ge/law/2260922/muxli-2/)

---

## მუხლი 3. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის პრინციპები

შიდა აუდიტორებმა უნდა დაიცვან შემდეგი პრინციპები:
ა) პატიოსნება, რაც წარმოშობს ნდობას და, ამდენად, წარმოად­გენს შიდა აუდიტორთა განსჯისადმი ნდობის საფუძველს;
ბ) ობიექტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტო­რუ­ლი შემოწმებისას ინფორმაციის შეგროვების, შეფასების და გავრცე­ლების დროს შიდა აუდიტორები ამჟღავნებენ მაღალი დონის პრო­ფე­სიონალურ ობიექტურობას. მოსაზრების ჩამოყალიბებისას შიდა აუ­დი­ტორები ახდენენ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გაწონას­წო­რე­ბულ შეფასებას და არ ექცევიან საკუთარი ან სხვა პირთა ინტე­რესების გავლენის ქვეშ;
გ) კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდი­ტორები პატივს სცემენ მიღებულ ინფორმაციას და სა­კუთრების პრინციპს და არ ამჟღავნებენ მას შესა­ბამისი უფ­ლებამოსი­ლე­ბის გა­რე­შე, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარ­და, როცა ინფორ­მა­ციის გამჟ­ღავ­ნება ნაკარნახევია სამართლებრივი ან პროფე­სიული მო­ვალეო­ბე­ბით;
დ) კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდი­ტო­რები იყენებენ იმ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომლე­ბიც აუცილებელია შიდა აუდიტორული საქმიანობისათვის

[https://legali.ge/law/2260922/muxli-3/](https://legali.ge/law/2260922/muxli-3/)

---

## მუხლი 4. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის ქცევის წესები

1. პატიოსნება
შიდა აუდიტორებმა:
ა) თავიანთი საქმიანობა უნდა განახორციელონ
პატიოსნად, კე­თილ­სინ­დისიერად და პასუხისმგებ­ლო­ბით;
ბ) უნდა იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში და გაამჟ­ღავ­ნონ ინფორმაცია მხოლოდ კანონმდებლობისა და პროფესიული მოთ­ხოვნების შესაბამისად;
გ) არ უნდა მიიღონ შეგნებულად მონაწილეობა ისეთ უკანონო საქმიანობაში ან ჩაერთონ ისეთ ქმედებებში, რომლებითაც მოხდება შიდა აუ­დიტორის პროფესიის ან მისი დაწესებულების დისკრე­დიტა­ცია;
დ) უნდა დაიცვან დაწესებულების სამართლებრივად და ეთი­კუ­რად გამართლებული მიზნები და წვლილი შეიტანონ მათ მიღ­წე­ვაში.
2. ობიექტურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში ან ურ­თიერ­თობებში, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათი შეფასე­ბის მი­უ­კერ­ძოებლობაზე ან აღქმული იყოს ასეთად. ამგვარ მონაწი­ლეობად აღიქმება ისეთი ქმედებები და ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს დაწესებულების ინტერე­სებს;
ბ) არ უნდა მიიღონ საჩუქრად ისეთი რამ, რითაც შესაძლოა ზი­ანი მიადგეს მათ პროფესიულ მოსაზრებას ან აღქმული იყოს ასეთად;
გ) უნდა გაამჟღავნონ მათთვის ცნობილი ყველა არსებითი ფაქ­ტი, რომელთა არგამჟღავნება გავლენას იქონიებს შიდა აუდიტო­რულ ანგარიშზე.
3. კონფიდენციალურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) თავისი მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინ­ფო­რმაციის გამოყენებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიც­ვან ის;
ბ) არ უნდა გამოიყენონ ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება კანონმდებლობასთან ან ზა­რალს მიაყენებს დაწესებულების სამართლებრივი და ეთიკური მიზ­ნების მიღწევას.
4. კომპეტენტურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომ­ლის განხორციელებისთვის გააჩნიათ საკმარისი პროფესიული ცოდნა, უნა­რები და გამოცდილება;
ბ) უნდა გასწიონ შიდა აუდიტორული საქმიანობა შიდა აუდი­ტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და შიდა აუ­დი­ტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებისა და ინსტ­რუქციების შესაბამისად;
გ) მუდმივად უნდა გააუმჯობესონ თავიანთი კვალიფიკაცია, ცო­დნა, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები

[https://legali.ge/law/2260922/muxli-4/](https://legali.ge/law/2260922/muxli-4/)

---

## მუხლი 5. კოდექსის მოქმედების სფერო

1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება „სახელმწიფო შიდა აუ­დი­ტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღ­ვრული დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტის ყველა თანამშრო­მელზე (შიდა აუდიტორი), გარდა დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტში შემავალი ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებო­ბის შემთხვევაში) თანამშრომლებისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამშრომლები (ში­და აუდიტორები) ვალდებულნი არიან, თანამდებობაზე დანიშვ­ნამ­დე გაეცნონ ამ კოდექსის დებულებებს, რასაც უზრუნველყოფს ში­და აუ­დი­ტის სუბიექტის უფროსი

[https://legali.ge/law/2260922/muxli-5/](https://legali.ge/law/2260922/muxli-5/)
