„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 26.02.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 470230000.55.067.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა მახარაძე | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
| STCW კონვენციის რეგლამენტი | მეზღვაურის კატეგორია |
| ერთი თვალი | მეორე თვალი |
| I/11 II/1 II/2 II/3 II/4 II/5 VII/2 | კაპიტნები, კაპიტნის თანაშემწეები და რიგითები, რომელთაც აკისრიათ მეთვალყურეობის ვალდებულება |
| I/11 III/1 III/2 III/3 III/4 III/5 III/6 III/7 VII/2 | ყველა მექანიკოსი, ელექტრო ტექნი-კოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსები, სხვა რიგითები ან სამანქანე ვახტზე მდგომი სხვა პირები |
| I/11 IV/2 | GMDSS რადიო ოპერატორები |
| ვალდებულებები, ფუნქციები, შემთხვევები ან პირობები | შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა |
| გემის ფარგლებში ჩვეული გადაადგილება: - მოძრავ გემბანზე - გემბანებს შორის - ნაკვეთურებს შორის | წონასწორობის შენარჩუნება და სწრაფად მოძრაობის უნარი. ვერტიკალურ და დახრილ ტრაპებზე ასვლა-ჩამოსვლა, კომინგსზე გადაბიჯება (მიახლოებით: 600 მმ) წყალგაუმტარი ჰერმეტული კარების გაღება-დახურვა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 15.03.2012
დოკუმენტის ტექსტი
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№01
2014 წლის 26 თებერვალი
ქ. ბათუმი
მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 49-ე და 50-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №006 ბრძანება „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ.
3. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურზე სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უკვე აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებს ენიჭებათ 2014 წლის პირველ მარტამდე.
4. წინამდებარე სტანდარტის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.
მუხლი 2🔗
წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი მარტიდან.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე
მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები“ (შემდგომში ტექსტში – სტანდარტები) განსაზღვრავს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მათ მიერ გემზე საქმიანობის განსახორციელებლად.
2. წინამდებარე სტანდარტები შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ ტექსტში კანონი), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით (შემდგომში ტექსტში კონვენციის) და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში ტექსტში „STCW კოდექსი“) მოთხოვნათა შესაბამისად.
3. წინამდებარე სტანდარტები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება როგორც საერთაშორისო ნაოსნობაში, ისე სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების მიმართ.
4. ეს სტანდარტები ასევე ადგენს ჯანმრთელობის მოთხოვნას გემის პერსონალის წევრების მიმართ.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნებლობა:
ა) უფლებამოსილი ექიმი - სააგენტოს მიერ შერჩეული ექიმი-სპეციალისტი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს, დასაქმებულია შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, უფლებამოსილია შეაფასოს მეზღვაურის შრომისუნარიანობა და გასცეს მეზრვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდგომში ტექსტში - სამედიცინო მოწმობა) ;
ბ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს შესაბამისი სამედიცინო მოწმობა;
გ) გემის პერსონალი - ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე, გარდა გემის ეკიპაჟის წევრისა;
დ) ICD 10 - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (მეათე გადახედვა), რომელიც გამოიყენება სამედიცინო დიაგნოზების კოდირებისთვის;
ე) მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა - „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით განსაზღვრული მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული ან წინასაზღვაო სამედიცინო შემოწმების დროს გაცემული სამედიცინო მოწმობა შრომისუნარიანობის შესახებ, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდებით;
ვ) ავარიულ სიტუაციაში დაკისრებული ვალდებულება - აღნიშნავს ყველა სტანდარტულ ქმედებებს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა გემის დატოვება, ხანძართან ბრძოლა, ასევე მეზღვაურის მიერ პირადი გადარჩენისათვის განხორცელებულ პროცედურებს;
ზ) სხვა სერტიფიკატი - იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით.
2. წინამდებარე სტანდარტებში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 3🔗.
სტანდარტების მიზანი
1. წინამდებარე სტანდარტების მიზანია, დადგინდეს მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის სტანდარტები, რათა სერტიფიცირებისა და ნაოსნობისთვის დაშვებულ იქნენ ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს გემზე დაკავებული თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.
2. წინამდებარე სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურს:
ა) გააჩნდეს STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი საბაზისო წვრთნების ყველა მოთხოვნის შესრულების ფიზიკური შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ არ ღებულობს მედიკამენტებს, რომელთაც აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელებიც აუარესებენ ადამიანის გონებრივი ანალიზის უნარს, ფიზიკურ წონასწორობას და გემზე მოვალეობების ეფექტიანი და უსაფრთხო შესრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს;
ბ) გააჩნდეს ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის და ხმოვანი განგაშის სიგნალის აღქმისთვის ადეკვატური მეტყველება და სმენა;
გ) არ უვლინდება ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა/დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის გემზე ჩვეული და ავარიულ სიტუაციებში დაკისრებული ვალდებულებების უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებას სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში;
დ) არ უვლინდება ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ზღვაზე საქმიანობისას, ან გამოიწვიოს მისი შრომისუუნარობა, ან რომელიც საფრთხეს შეუქმნის გემზე მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
თავი II
მეზღვაურზე გაცემული სამედიცინო მოწმობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
მუხლი 4🔗.
მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობა
1. ყოველი პირი, რომელსაც სურს კონვენციისა და კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის მიღება ან ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში უნდა ფლობდეს კონვენციის I/9 რეგლამენტისა და STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის, კანონის და წინამდებარე სტანდარტების შესაბამისად გაცემულ ვადიან სამედიცინო მოწმობას.
2.მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით.
3. სამედიცინო მოწმობა იბეჭდება გაყალბებისაგან სულ მცირე ორი სპეციალური დამცავი ნიშნით აღჭურვილ ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლის დამზადებასაც უზრუნველყოფს სააგენტო.
4. სააგენტო უზრუნველყოფს სამედიცინო მოწმობის ფორმის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.
5. მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.
6. ის პირები, რომლებსაც სურთ მიიღონ სხვა სერტიფიკატები და დასაქმებული არიან სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე, უნდა ფლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა). გარდა ამისა, ის პირები, რომლებიც ვახტის განმავლობაში აწარმოებენ სათანადო ვიზუალურ და სმენით დაკვირვებას უნდა აკმაყოფილებდნენ წინამდებარე სტანდარტის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა
1. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არის 2(ორი) წელი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.
2.16-დან 18 წლამდე, ასევე 50 წელს გადაცილებულ მეზღვაურზე/გემის პერსონალზე სამედიცინო მოწმობა გაიცემა არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
3. ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ექიმის გადაწყვეტილებით სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ნაკლები პერიოდით, მაგრამ არანაკლებ 4 თვისა.
4. მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია გადამოწმდეს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინამდებარე სტანდარტების მე-6 მუხლის შესაბამისად.
5. გემზე საქმიანობის დროს სამედიცინო მოწმობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მეზღვაურს მუშაობის ნება დართოს მოქმედი სამედიცინო მოწმობის გარეშე, მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც შესაძლებელი იქნება მეზღვაურის/გემის პერსონალის წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით, კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებამოსილი ექიმის მიერ შემოწმების ჩატარება. ამგვარი ვადის გაგრძელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
მუხლი 6🔗.
მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის შინაარსი
1. ამ სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ინფორმაცია მეზღვაურის/პერსონალის წევრის შესახებ:
ა.ა) გვარი, სახელი, პირადი ნომერი;
ა.ბ) მეზღვაურის ნომერი;
ა.გ) დაბადების თარიღი და ადგილი (დღე, თვე, წელი, ქვეყანა, ქალაქი);
ა.დ) სქესი;
ა.ე) გემზე დაკავებული თანამდებობა (კაპიტანი, თანაშემწე, მექანიკოსი, რადიო-ოფიცერი, რიგითი, სხვა);
ა.ვ) ფაქტობრივი მისამართი;
ა.ზ) მოქალაქეობა;
ა.თ) სიმაღლე;
ა.ი) თვალის ფერი;
ბ) მეზღვაურის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები:
ბ.ა) მხედველობის სიმახვილე;
ბ.ბ) ფერთა აღქმა;
ბ.გ) ყურთასმენა;
ბ.დ) მხედველობა აკმაყოფილებს STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტებს (შეუიარაღებელი თვალით, მაკორეგირებელი საშუალებით)?
ბ.ე) ფერთა აღქმა აკმაყოფილებს STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტებს?
ბ.ე.ა) ფერთა აღქმის ბოლო ტესტის ჩატარების თარიღი.
ბ.ვ) სმენა აკმაყოფილებს STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტს?
ბ.ზ) სმენა მაკორექტირებელი საშუალებების გარეშე დამაკმაყოფილებელია;
ბ.თ) მეზღვაური თავისუფალია ისეთი დაავადებისაგან, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ზღვაზე საქმიანობისას, ან სამსახურისთვის გამოუსადეგარი გახადოს მეზღვაური, ან საფრთხეს შეუქმნის გემზე მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას?(დადებითი პასუხის შემთხვევაში კეთდება განმარტება უკანა გვერდზე);
ბ.ი) უფლებამოსილი ექიმის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაური შრომისუნარიანია/შრომისუუნაროა თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შესარულებლად.
ბ.კ) საქმიანობასთან დაკავშირებული ფიზიკური შეზღუდვები (დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითება შეზღუდვის თაობაზე;
ბ.ლ) უფლებამოსილი ექიმის სახელი, გვარი
ბ.მ) უფლებამოსილი ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი
ბ.ნ) შემოწმების თარიღი (დღე/თვე/წელი);
ბ.ო) მოწმობის მოქმედების ვადა (დღე/თვე/წელი);
გ) მეზღვაურის ხელმოწერა რომელიც ადასტურებს, რომ გაცნობილია სამედიცინო მოწმობის შინაარს და მისი გადასინჯვის უფლებას კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) დამატებითი ინფორმაცია:
დ.ა) მეზღვაურს გამოუვლინდა გადამდები დაავადებები (ან ვირუსი მზარეულებისთვის);
დ.ბ) მეზღვაურს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად?
დ.გ) მეზღვაური ღებულობს მედიკამენტ(ებ)ს ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე? (დადებითი პასუხის შემთხვევაში მიეთითება მედიკამენტის დასახელება);
დ.დ) გააჩნია ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის ადეკვატური მეტყველება;
დ.ე) ექიმის დამატებითი განმარტებები;
ე) ინფორმაცია პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულების შესახებ:
ე.ა) სამედიცინო დაწესებულების დასახელება;
ე.ბ) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი;
ე.გ) სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი.
მუხლი 7🔗.
მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გადასინჯვის შესაძლებლობა
1. თუ არსებობს ეჭვი, რომ გაცემულ სამედიცინო მოწმობაში მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება შემოწმებული პირის ჯანმრთელობის არსებულ მდგომარეობას, დამსაქმებელს, სააგენტოს ან თავად პირს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო მოწმობაში შეტანილი მონაცემების გადამოწმება სამედიცინო მოწმობის გაცემიდან 5(ხუთი) დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია სამედიცინო მოწმობის გამცემი სამედიცინო დაწესებულებისათვის ან სააგენტოს მიერ შერჩეულ სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის ხელახალი მიმართვის გზით.
3. ჩატარებული გადამოწმების შედეგად, უფლებამოსილი ექიმი აუქმებს მოქმედ სამედიცინო მოწმობას და გასცემს ახალს წინამდებარე სტანდარტის მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმებისათვის აუცილებელ ხარჯებს გასწევს ის პირი/ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს გადამოწმებას. სააგენტოს მოთხოვნით გადამოწმების შემთხვევაში, სამედიცინო მოწმობის გამცემი ან სააგენტოს მიერ შერჩეული სხვა სამედიცინო დაწესებულება მონაცემების გადამოწმებას აწარმოებს ანაზღაურების გარეშე.
თავი III
მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები
მუხლი 8🔗.
მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ზოგადი სტანდარტი
შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას ექიმი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო და ეროვნული რეკომენდაციებითა და ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტანდარტებით.
მუხლი 9🔗.
მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. გემზე დასაქმების დროს უკუნაჩვენებია „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევების ჩამონათვალის და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215 ბრძანებით გათვალისწინებული დაავადებები და ფიზიკური ანომალიები;
2. წინამდებარე ბრძანების დანართი 1-ით განსაზღვრულია მეზღვაურის ჯანმრთელობის ის მდგომარეობები, რომლებიც შეუთავსებელია გემზე ჩვეულ და ავარიულ სიტუაციებში დაკისრებული ვალდებულებების უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებასთან. დანართში მოყვანილი კრიტერიუმები წარმოადგენს ნორმატიულ მითითებებს და არ გამორიცხავს მეზღვაურის სრული სამედიცინო გამოკვლევის აუცილებლობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით.
მუხლი 10🔗.
მეზღვაურთა მხედველობის მინიმალური სტანდარტები
1.გემზე დასაქმებული სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის დადგენილია მხედველობის სავალდებულო მინიმალური სტანდარტები ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი №1 ცხრილის შესაბამისად;
2. №1 ცხრილში მითითებული მინიშნებები გულისხმობს შემდეგს:
ა) „1“ – ზომის ერთეული მოცემულია დეციმალებში (თვლის ათობით სისტემაში) ;
ბ) „2“ – თვალის დაავადების აღმოუჩენლობის რისკის შესამცირებლად რეკომენდირებულია ერთ თვალში იყოს სულ მცირე 0,7 დეციმალი;
გ) „3“ – Commission Internationale de l’Eclairage-ის მიერ „ტრანსპორტის სფეროში ფერთა აღქმის საერთაშორისო რეკომენდაციებში“ არსებული განმარტების შესაბამისად (CIE-143-2001 შემდგომი ვერსიების ჩათვლით);
დ) „4“ – ექვემდებარება ოფთალმოლოგის კლინიკურ შეფასებას, თუ ამას მიუთითებს პირველადი შემოწმების შედეგები;
ე) „5“ – სამანქანე განყოფილების პერსონალს უნდა ჰქონდეს ბინოკულარული მხედველობა, სულ მცირე, 0.4 დეციმალი;
ვ) „6“ – CIE ფერთა აღქმის (დალტონიზმის) სტანდარტი 1 ან 2;
ზ) „7“ – CIE ფერთა აღქმის (დალტონიზმის) სტანდარტი 1, 2 ან 3.
ცხრილი №1
STCW კონვენციის რეგლამენტი
მეზღვაურის კატეგორია
მანძილზე ხედვა1
ახლო მანძილზე მხედველობა
ფერის აღქმა3
მხედვე
ლობის ველი4
ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე)4
დიპლოპია (გაორებული მხედველობა)4
ერთი თვალი
მეორე თვალი
ორივე თვალი ერთად, შეუიარაღებელი ან შეიარაღებული
I/11
II/1
II/2
II/3
II/4
II/5
VII/2
კაპიტნები, კაპიტნის თანაშემწეები
და რიგითები, რომელთაც აკისრიათ მეთვალყურეობის ვალდებულება
0,52
0,5
მხედველობა, გემის მარ-თვისათვის (მაგ.:საზღვაო რუკებისა და ცნობარების კითხვა, სანავიგაციო ხი-დურის ხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენე-ბა, სანავიგაციო საფრთხე-ების აღმნიშვნელი საშუ-ალებების ამოცნობა)
იხ. მინიშნება 6
ნორმალური
მხედველობა, რომელიც მოით
ხოვება ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბ-რკოლებლად შესასრულებისათ-ვის სიბნელეში.
არ დაუდგინდა მკვეთრად გამოსახული სიმპტომები
I/11
III/1
III/2
III/3
III/4
III/5
III/6
III/7
VII/2
ყველა მექანიკოსი, ელექტრო ტექნი-კოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსები, სხვა რიგითები ან სამანქანე ვახტზე მდგომი სხვა პირები
0,42
0,42
მხედველობა, რომელიც მოითხოვება ახლო მანძი-ლიდან მოწყობილობებზე ასახული მონაცემების წასა-კითხად, მოწყობილობების სამართავად და საჭირო-ებისამებრ სისტემების/ კომპონენტების იდენტიფი-
ცირებისათვის
იხ. მინიშნება7
საკმარისი
მხედველობა, რომელიც მოით-ხოვება ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბ-რკოლებლად შესასრულებისათ-ვის სიბნელეში.
არ დაუდგინდა მკვეთრად გამოსახული სიმპტომები
I/11
IV/2
GMDSS რადიო ოპერატორები
0,4
0,4
მხედველობა, რომელიც მოითხოვება ახლო მანძი-ლიდან მოწყობილობებზე ასახული მონაცემების წასა-კითხად, მოწყობილობების სამართავად და საჭირო-ებისამებრ სისტემების/ კომპონენტების იდენტიფი-
ცირებისათვის
იხ. მინიშნება7
საკმარისი
მხედველობა, რომელიც მოით-ხოვება ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბ-რკოლებლად შესასრულებისათ-ვის სიბნელეში.
არ დაუდგინდა მკვეთრად გამოსახული სიმპტომები
მუხლი 11🔗.
მეზღვაურთა სმენის მინიმალური სტანდარტები
1. გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უნდა გააჩნდეს საუბრის წარმართვისათვის საკმარისი სმენა ორივე ყურში და ასევე შეძლოს საუბრისა და რადიო-სატელეფონო კომუნიკაციის გარჩევა 3(სამი) მეტრის მანძილიდან. ზემოაღნიშნული მოთხოვნის მისაღწევად ნებადართულია მეზღვაურის მიერ სმენის მაკორექტირებელი საშუალების გამოყენება.
2. ინსტრუქციებისა და განკარგულებების დროულად განხორციელების მიზნით, მეზღვაურს განსაკუთრებული სირთულის გარეშე უნდა შეეძლოს ვერბალური კომუნიკაციის წარმოება სამანქანო დანადგარებისა და რადიო მოწყობილობების ფუნქციონირების შედეგად გამოწვეული ხმაურის ფონზე, რომლის დონეც აღემატება 85 dBA-ს.
3. გემბანის განყოფილების მეზღვაურს, რომელიც აწარმოებს სანავიგაციო მეთვალყურეობას, უნდა გააჩნდეს საკმარისი სმენა, რათა შეძლოს:
ა) ზარის, ჰონგის, საყვირის, სირენისა და განგაშის სიგნალის ხმის აღქმა;
ბ) სხვადასხვა მდებარეობიდან გამოცემული ხმოვანი სიგნალის მიმართულების განსაზღვრა;
გ) გემის საყვირით ან ზარით გადმოცემული ნისლის სიგნალის აღქმა 2(ორი) საზღვაო მილის მანძილიდან.
4. სამანქანე განყოფილების მეზღვაურს უნდა გააჩნდეს საკმარისი სმენა, რათა შეძლოს:
ა) სამანქანე დანადგარების ნორმალური და უჩვეული ხმების ცვალებადობის აღმოჩენა და აღქმა;
ბ) ისეთი ხმოვანი შეტყობინებების აღქმა და გარჩევა, როგორიცაა საყოველთაო განგაშის, სახანძრო განგაშის, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, წყალგაუმტარი კარების ჩამკეტი სისტემის, სამანქანე განყოფილების მართვის პანელის სიგნალები; სატელეფონო ზარი და სხვა.
5. მეზღვაურს/გემის პერსონალს უნდა გააჩნდეს საკმარისი სმენა, რათა შეძლოს საყოველთაო განგაშის სიგნალის, სახანძრო სიგნალის და სხვა სახის ავარიული სიგნალებისა და განკარგულებების აღქმა და გარჩევა სმენის მაკორექტირებელი საშუალების გარეშე.
6. გემის პერსონალს და იმ მეზღვაურებს, რომლებიც არ აწარმოებენ ვახტას, სმენის შემოწმება უტარდებათ ჩურჩულით საუბრისა და საუბრის დისტანციაზე აღქმის ტესტით.
7. მეზღვაურებს, რომლებიც აწარმოებენ ვახტას, ასევე იმ პირებს, რომლებსაც ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ტესტის დროს გამოუვლინდათ პათოლოგია, სმენის შესამოწმებლად უტარდებათ ტონური აუდიომეტრია 500ჰც, 1000ჰც, 2000ჰც და 3000ჰც სიხშირეებზე. თუ აღნიშნულ სიხშირეებზე სმენის დაქვეითება აღემატება 40 დბ-ს (სმენის მაკორექტირებელ საშუალების გარეშე), შესაბამისი შეზღუდვა უნდა ჩაიწეროს სამედიცინო მოწმობაში.
8. სმენის მაკორექტირებელი საშუალების გამოყენება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მეზღვაურის მიერ ჩვეულ და ავარიულ სიტიუაციაში დაკისრებული ვალდებლებების უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა.
მუხლი 12🔗.
მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარი შეფასება
გემზე მუშაობის დაწყებისათვის და დაკისრებული საქმიანობის განსახორციელებლად მეზღვაურთა ფიზიკური შესაძლებლობების მიმართ დადგენილია შემდეგი მინიმალური მოთხოვნები.
ვალდებულებები,
ფუნქციები, შემთხვევები
ან პირობები
შესაბამისი ფიზიკური
შესაძლებლობა
უფლებამოსილი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ კანდიდატი აკმაყოფილებს ქვემოთ მითითებულს
გემის ფარგლებში ჩვეული გადაადგილება:
- მოძრავ გემბანზე
- გემბანებს შორის
- ნაკვეთურებს შორის
წონასწორობის შენარჩუნება და სწრაფად მოძრაობის უნარი. ვერტიკალურ და დახრილ ტრაპებზე ასვლა-ჩამოსვლა, კომინგსზე გადაბიჯება (მიახლოებით: 600 მმ) წყალგაუმტარი ჰერმეტული კარების გაღება-დახურვა
არ აწუხებს წონასწორობის დარღვევა, არ აქვს ისეთი დაავადება ან სისუსტე, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას.
დახმარების გარეშე შეუძლია:
- ვერტიკალურ და დახრილ ტრაპზე ასვლა-ჩამოსვლა
- მაღალ ზღუდეებზე გადაბიჯება
- ჰერმეტული კარებების ჩამკეტი მოწყობილობის მანიპულირება .
გემზე ჩვეული მოვალეობების შესრულება:
- ხელსაწყოების გამოყენება
- გემის სათადარიგო მარაგების გადაადგილება
- მაღლივი სამუშაოების ჩატარება
- სარქველების ოპერირება
- ოთხ-საათიანი ვახტის გაწევა
- შეზღუდულ სივრცეში მუშაობა
- განგაშზე, სიგნალებზე, გაფრთხილებსა და ინსტრუქციებზე რეაგირება
- ვერბალური კომუნიკაცია
მექანიკური მოწყობილობების მანიპულირებისათვის საჭირო ძალა, მოხერხებულობა და გამძლეობა. ტვირთის აწევის, გაწევის და გადატანის შესაძლებლობა (მაგ.: 18კგ)
ხელების მაღლა აწევა, ადგილზე დგომა, სიარული და აქტიურობის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მუშაობა შეზღუდულ სივრცეებში და ვიწრო გასასვლელებში გადაადგილდება გარემოში (მაგ.: SOLAS-ის რეგულაციით დადგენილი მინიმალური ზომები 600 მმ X 600 მმ)
ობიექტების, ფორმების და სიგნალების ვიზუალური გარჩევა. ხმოვანი გაფრთხილებებისა და ინსტრუქციების აღქმა. ზუსტი ზეპირი აღწერილობის გადმოცემის უნარი.
არ გააჩნია გარკვეული სახის შეზღუდვები ან დადგენილი დაავადება, რომელიც აქვეითებს გემის უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას .
შეუძლია:
- აწეული ხელებით მუშაობა
- დგომა და სიარული ხანგრძლივი პეროდის განმავლობაში
- შეზღუდულ სივრცეში შესვლა
- ნორმალურად წარმართოს საუბარი
აკმაყოფილებს:
ამ სტანდარტით გათვალისწინებულ მხედველობის მოთხოვნებს
- ამ სტანდარტით გათვალისწინებულ სმენის მინიმალურ მოთხოვნებს
- გემზე ავარიულ სიტიუაციაში დაკისრებული ვალდებლებები შესრულება:
- თავის დაღწევა
- ხანძართან ბრძოლა
- ევაკუაცია
უსაფრთხოების ჟილეტის და ჰიდროკოსტუმის ჩაცმა.
კვამლიანი ადგილებიდან თავის დაღწევა
ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის სასუნთქი აპარატის გამოყენება. გემის ევაკუაციის პროცედურებში მონაწილეობის მიღება.
არ გააჩნია გარკვეული სახის შეზღუდვები ან დადგენილი დაავადება, რომელიც აქვეითებს გემის უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ვალდებლებების შესრულების შესაძლებლობას ავარიულ სიტიუაციაში
შეუძლია:
- ჩაიცვას უსაფრთხოების ჟილეტი ან ჰიდროკოსტუმი
- ცოცვით გადაადგილება
- იგრძნოს ტემპერატურის ცვალებადობა
- ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების ექსპლუატაცია
- ატაროს სასუნთქი აპარატი (თუკი ეს შედის მოვალეობებში)
მუხლი 13🔗.
ვაქცინაცია
საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურს/გემის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული „International Travel and Health“ პუბლიკაციით გათვალისწინებული ვაქცინაცია. ჩატარებული ვაქვინაციის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს შესაბამის დოკუმენტ(ებ)ში კვალიფიცირებული ექიმის მიერ.