სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2014
matsne.gov.ge 573 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:left; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoQuote, li.MsoQuote, div.MsoQuote { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; color:black; font-style:italic;} p.MsoIntenseQuote, li.MsoIntenseQuote, div.MsoIntenseQuote { margin-top:10.0pt; margin-right:.65in; margin-bottom:14.0pt; margin-left:.65in; text-align:justify; border:none; padding:0in; font-size:12.0pt; color:#4F81BD; font-weight:bold; font-style:italic;} span.MsoSubtleEmphasis {color:gray; font-style:italic;} span.MsoIntenseEmphasis {color:#4F81BD; font-weight:bold; font-style:italic;} span.MsoIntenseReference {font-variant:small-caps; color:windowtext; letter-spacing:.25pt; font-weight:bold; text-decoration:underline;} span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.Heading1Char1 { font-weight:bold;} span.QuoteChar { color:black; font-style:italic;} span.IntenseQuoteChar { color:#4F81BD; font-weight:bold; font-style:italic;} span.SubtitleChar { } span.SubtitleChar1 { } span.HeaderChar { } span.HeaderChar1 { } span.FooterChar { } span.FooterChar1 { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:left; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №304 2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის “ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა  და მეტი დაქანების ფერდობებზე  ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე და 52-ე მუხლების,  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2​3 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 27​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად : 1. 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის - ბათუმი (საქართველო) - მურათლი (თურქეთი) მშენებლობის მიზნით, სს ,,ენერგო - პრო ჯორჯიას“, (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული, მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით (საერთო ფართობი 40 016 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს არაუმეტეს 49 წლით. 2. სს ,,ენერგო - პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება: ა) მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეები; ბ) მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები. 3. სს ,,ენერგო - პრო ჯორჯია“ ვალდებულია: ა)  მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს; ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი. პრემიერ-მინისტრი                                                           ი. ღარიბაშვილი