საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოსმ თ ავრობის

განკარგულება №33 6

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მსოფლიო ბანკის პროექტის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსების“ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ „E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის“საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების სახელმძღვანელოს“მიხედვით დადგენილი წესების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება, აღნიშნულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს და მისი მოქმედების პერიოდში „ფასების კორექტირების ფორმულის“შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის (სამეწარმეო სფეროში მშენებლობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, არმატურა) ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური