განჩინება შპს ”ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19387-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/19387-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2014 წლის24 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი:შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” (ს/ნ 223103656)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) - დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგიზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” -ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 31 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის (ს/ნ 223103656) დირექტორის - შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის (ს/ნ 223103656) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” (ს/ნ 223103656) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს არ ერიცხება ასევე კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებლის განმარტებით, ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 3050.52 (სამი ათას ორმოცდაათი მთელ ორმოცდათორმეტ) ლარს. შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს (ს/ნ 223103656) სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა დებიტორი არ ჰყავს. არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენენ ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორები: ზაზა მღებრიშვილი, რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და დავით ფართლაძე, რომლის მიმართაც სახელფასო დავალიანება შეადგენს 1500 (ათას ხუთასი) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრისგანჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფ და საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმ ათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტან და სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 14 იანვარს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაში შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის კრედიტორ ებს განცხადებ ითსასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის გაკოტრებულადგამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” (ს/კ 223103656) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობკრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:              ბ. სისვაძე