⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2014
ძალის დაკარგვა 02.03.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 457 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2014 მიღება
02.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
IMG I TL
0.37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2014 წლის 26 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30  ოქტომბრის  №34  დადგენილება (სსმ, 06/11/2013  სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.104.016141). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი / შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                      Cn= IMG x I TL x C x K ,        სადაც: ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის წალენჯიხის მაკრო მდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) I TL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს /რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი  სახით: ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:  IMG I TL C K Cn  /ლარი/ 0.37 1 0.24 100 8.88 ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით /4.44 ლარი/; გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 30% ოდენობით /2.66 ლარი/; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით /4.80 ლარი/; ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით  (4.80 ლარი); ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით /7.10 ლარი/.