აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №ს-105
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით
მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №ს-105
2014 წლის 6 მარტი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით
მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში (შემდეგ - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და/ან ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებთან ელექტრონულ მისამართზე (public@mofea.ge) ან/და სამინისტროს ვებგვერდზე (www.mofea.ge).
3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და მისამართს - საჯარო ინფორმაციის მატერილური ან კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს;
გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს მიერ არ განიხილება.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს.
3. სამინისტროში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, რეგისტრაციისთანავე ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით ან მისივე მოთხოვნით, ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით. ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.
5. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სამინისტრო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.