ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №244
2014 წლის 26 თებერავალი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №225 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
1.
1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
2.
3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
3.
ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
4.
1 დღე – 2 (ორი) ლარი;
5.
7 დღე – 5 (ხუთი) ლარი;
6.
30 დღე – 10 (ათი) ლარი;
7.
182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;
8.
365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
1.
ტაქსებისათვის:
ა)
10 დღე – 10 (ათი) ლარი;
ბ)
20 დღე – 20 (ოცი) ლარი;
გ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.
2.
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის:
ა)
1 დღე – 3 (სამი) ლარი;
ბ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
გ)
182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ)
365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 3🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 4🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე