ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.114.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0.3 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2014 წლის 26 თებერვალი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №7 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის№784 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის დ. ჩოხატაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3–ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1–ს;
დ)
C არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 167–ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით დ. ჩოხატაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0.3
1
0.24
167
12
3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.
4.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,0 ლარს.
5.
2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,0 ლარს.
ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 – მე–4 პუნქტებით დადგენილი ფასები.
6.
2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო–სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატურის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტით დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით და კურორტ ბახმაროში შეადგენს 36,0 ლარს.
ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი.