⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 490 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2014 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
IMG ITL
0,47 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2014 წლის 27 თებერვალი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მოთხოვნის  შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016137). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით კაჭარავა              აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების                            მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები მუხლი 1🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN   =   IMG   X   ITL  X  C  X  K ,   სადაც: 1.1 CN არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; 1.2 IMG არის ქ. აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის 0,47-ის ტოლია; 1.3 ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. აბაშასათვის უდრის 1-ს, ვინაიდან საქარათველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის  ზონირება არ არის რეკომენდებული; 1.4C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი, რომელიც უდრის 0,24 ლარს; 1.5 K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დაადგინეს 140-ით. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1 მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დააგდინეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0,47 1 0,24 140 15,792 მუხლი 3🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15.792 ლარით. მუხლი 4🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით; მუხლი 5🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3.948 ლარით.