,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის მერის ბრძანება №4 |
|
2014 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები“.
ბ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დედაქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;“
დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;“
ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ხმაურის ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;“
ზ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) აწარმოოს კონტროლი გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასა და გარე ვაჭრობაზე.“
თ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ ქვეპუნქტები და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები;
ი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) აწარმოოს კონტროლი დედაქალაქის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;“
კ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;“
ლ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები;
მ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო – ზედამხედველობას უწევს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებს, კერძოდ, უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობას, რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს. უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ვარგისად აღიარების მიზნით წარმოდგენილი (ექსპლუატაციაში მისაღები) მშენებლობადამთავრებული ობიექტისა ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში ასევე ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღება) ან ვარგისად აღიარებაზე (ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმა) უარის თქმის შესახებ. სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული სანქციების გატარებას. კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდაღვევის საქმისწარმოებას.“
ნ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8
სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.“
ო) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,მუხლი 9
1. სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ა) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტებს.
2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.“.
|