განჩინება შპს „ნიუ სითი“-ს გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18827-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18827-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2014 წლის 24 თებერვალი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე    თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  - შპს ,,ნიუ სითი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204495974)

დირექტორი - ზაქარია გიორგაძე

წარმომადგენლები - 1 - ეკატერინე ბიწაძე

                       2 - დავით ტუკვაძე

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ნათია სახოკია

 

მოთხოვნა -  გაკოტრების მმართველის დანიშვნა

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია :

 

2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას  განცხადებით  მომართა  მოვალე  შპს ,,ნიუ სითის’’ დირექტორმა ზაქარია გიორგაძემ და მოითხოვა შპს ,,ნიუ სითის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან  შპს ,,ნიუ სითის’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ  კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

 

37-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ ზ ემო აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284, 285-ე მუხლებით

 

:

 

1.    გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო.)

2.  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე  www.tcc.gov.ge.

3.    განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან    5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

 მოსამართლე                                                                                თამარ ჭუნიაშვილი