„ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.158.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი | ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.02.2017
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.02.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.10.2013
დოკუმენტის ტექსტი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2014 წლის 28 თებერვალი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ოქტომბრის №28 დადგენილება (ვებგვერდი 01/11/2013 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.158.016140) „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;
გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.
3. დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს.
4. სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს – 5,472 ლარს.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს.