⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.04.2014)
გაუქმებულია:

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 25.04.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.163.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,088 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2014 მიღება
25.04.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. თელავის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL
ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე . 0,7
IMG ITL
0,53 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ     თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2014 წლის 28 თებერვალი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქ. თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. დამტკიცდეს ქ.თელავის ზონირების  რუკა  დანართი № 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი N3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის  და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის №3 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი №1 ქ. თელავის ტერიტორიის ზონირება ქ. თელავის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL ცენტრალური ზონა        ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება   შემდეგი ქუჩებით (თითეულ მხარეს)    თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე. მელითაურის ქუჩა. თეთრიანის ქუჩა    ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე. ბიბერახის ქუჩა. მარჯანიშვილის ქუჩა;     გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე. გურამიშვილის ქუჩა. ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე. დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე. ქუჩიშვილის ქუჩა. ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე. ოძელაშვილის ქუჩა. გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან  სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე.   ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე; 1,3 შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს)  დავითაშვილის ქუჩა. თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩის და თელავი-შალაურის დამაკავშირებელ გზას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე;   ქართული უნივერსიტეტის ქუჩა თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე. გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე. ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე.  თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის #37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა #37-ში მდებარე სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის  ქუჩა სამასი არაგველის  ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;  დავით აღმაშენებლის ქუჩა  ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე.  ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე; 1 პერიფერიული ზონა ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე . 0,7 დანართი N2 ქ.თელავის ზონირების  რუკა                     ზონირების რუკა . დანართი №3 თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ  მუხლი 1🔗.  ქ.  თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში `მიწის ნორმატიული ფასი~) დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:   CN=IMG X ITL XCXK K, სადაც: 1.  CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2.  IMG G  არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3.  ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის _ 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7-ს; 4.  C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5.  K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.  მუხლი 2🔗. 1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,53 1,3 0,24 500 82,68 შუალედური ზონა 0,53 1 0,24 150 19,08                                                             პერიფერიული ზონა 0,53 0,7 0,24 150 13,356 2.  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,54 ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,77 ლარს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს  შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  9,54 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი. დანართი №4 თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე   წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე მუხლი 1🔗. ქ.  თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრ მიწაზე საიჯარო  ქირა  დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:     CN=IMG X ITL XCXK K, სადაც: 1. CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო  ქირა; 2.  IMG G  არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3. ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის _ 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7-ს; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K _ არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 მუხლში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.  მუხლი 2🔗. 1.   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მეტრზე საიჯარო ქირა  ქ.თელავისათვის დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,53 1,3 0,24 10 1.654 შუალედური ზონა 0,53 1 0,24 5 0.636 პერიფერიული ზონა 0,53 0,7 0,24 2 0.178  2.  თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შემავალ ტერიტორიაზე გარდა მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა საიჯარო ქირა დადგინდეს 1 კვ.მეტრზე - 0,178 ლარი .