📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
matsne.gov.ge 686 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2014 წლის 28 თებერვალი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის  30  ოქტომბრის  №49 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი  დებულებები 1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   შესაბამისად. 2. სამსახური  თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს   საქართველოს  კონსტიტუციით,  „ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს   ორგანული  კანონით, საქართველოში  მოქმედი  სხვა  საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე   ნორმატიული აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის  ამოცანები  და ფუნქციები  1. სამსახურის ფუნქციებს მიეკუთვნება: ა) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა - რეგისტრაციის, მართვისა და ეფექტიანი გამოყენების  უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ქონების მოძრაობის ზედამხედველობა, მათი სარგებლობის უფლებით გადაცემასთან, განკარგვასთან და გასხვისებასთან    დაკავშირებული საკითხების  წინმსწრები  განხილვა, ორგანიზება და ამ პროცედურის   სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფა; გ) ადგილობრივი ქონების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი, ექსპლუატაციის    შეფასება და  ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების    განხორციელება; დ) თელავის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ქონების საპრივატიზებო ნუსხის შედგენა,   სათანადო წინადადებებისა   და პროექტების მომზადება და გამგებელისთვის წარდგენა; მუხლი  3🔗.  სამსახურის სტრუქტურა 1.. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: ა) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა – პატრონობის განყოფილება; ბ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა  და მართვის განყოფილება. მუხლი 4🔗. განყოფილებების ფუნქციები 1.   ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა – პატრონობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლა – პატრონობა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ბ)   სადეფექტო აქტების შედგენა; გ)  სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა – პატრონობის უზრუნველყოფა; დ) მატერიალურ ფასეულობებზე და მის გადაადგილებაზე ზედამხედველობა. 2. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა  და მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების  საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენას; ბ) შეიმუშავებს სახელწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, თელავის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებებს; გ) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკუთრების დადგენილი დოკუმენტების შენახვას; დ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას; ე) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში  და/ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ვ)  ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან/და  იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და  სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს; ზ)  საჭიროების მიხედვით  მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით; თ)  იხილავს და წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ. მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1.  სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის  შესახებ’’ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2.    სამსახურის  უფროსი:  ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ზ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი   6🔗.    სამსახურის განყოფილების უფროსი 1.სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების   მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. 3. ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. უზრუნველყოფს გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე, აგრეთე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით  დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მუხლი 8🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.