თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 30.03.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მარტის №18 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
დ) არქივის წარმოება;
ე) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
ვ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ზ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;
თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;.
ი) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
კ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა;
მ) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება, მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზის და ინფორმაციის განყოფილება;
ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;
გ) სოციალურ საკითხთა განყოფილება.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 5🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
მუხლი 6🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 7🔗. განყოფილებების ფუნქციები
1. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციები:
ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) გამგეობის არქივის წარმოება;
გ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ე) მედიასაშუალებებთნ ურთიერთობის ორგანიზება.
2. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:
ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;
ბ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.
3. სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
გ) თანამშომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მათი მონაცემთა ბაზით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებული უზრუნველყოფა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების დახმარებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.