თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
matsne.gov.ge 651 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2014 წლის 28 თებერვალი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს “თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №12 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომ - სამსახური) ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის   ფუნქციები და ამოცანები  1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს: ა) ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება; გ) მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია; დ) მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის  შექმნა;  ე) მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა; ვ) შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება; ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; თ) მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების   ინიცირება,  კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების       შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.  ი) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან; კ) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; ლ)  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მ)   ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება; ნ) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების  ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების  კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი. ო) ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებული  პროექტების მომზადება; პ)  უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.)  არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ; ჟ) ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რ) უშუალოდ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო - საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება -  შეგროვებაში, ტურიზმსა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში; ს) კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგის განხორციელება; მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამსახურის მოსამსახურეები. მუხლი  4🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2.    სამსახურის  უფროსი:  ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ვ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;  ზ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი 5🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე; 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას. მუხლი 6🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ,  კანონით დადგენილი წესით.