თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2014 წლის 28 თებერვალი
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მარტის №19 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,კულტურის შესახებ“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
1. კულტურის განყოფილება :
2. ძეგლთა დაცვის განყოფილება;
3. განათლების განყოფილება.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილების ფუნქციები
1. კულტურისა განყოფილების ფუნქციებია:
ა) განახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის სფეროში;
ბ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივ კულტურულ ორგანიზაციებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.
2. ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;
ბ)უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას;
3. განათლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას.
მუხლი 6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე
სამსახურის მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.