„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4228
სარეგისტრაციო კოდი
230.140.000.05.001.002.539
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. საბაჟო მოსაკრებლების სახეები

საბაჟო მოსაკრებლების სახეებია მოსაკრებლები, რომლებიც გადაიხდევინება საქონლის საბაჟო პროცედურებისათვის.

    მუხლი 5. საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები

საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთებია:

ა) საქონლის საბაჟო პროცედურებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანისა):

ა.ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ (გარდა ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური და იურიდიული პირებისა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ა.ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური და იურიდიული პირებისა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის:

ბ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;

ბ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი;

ბ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი.“.

2. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4228–რს