📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2014
ძალის დაკარგვა 28.12.2024
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.103.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 521 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2014 მიღება
28.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 დაბა მესტია
2 მესტიის მუნიციპალიტეტის  თემებსა და სოფლებში
3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწაზე)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
5. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის
ა)  სათიბები 16.00
ბ)  საძოვრები 10.00
გ)  სახნავი 56.00
N მესტიის მუნიციპალიტეტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2014 წლის 27 თებერვალი დ. მესტია ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის     22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის  მე-7   მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 25-ე მუხლების და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №20 დადგენილების შესაბამისად: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთების  შესახებ“.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge.19/02/2013  წ., სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.103.016071 ). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; მუხლი 4🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობაზე. მუხლი 5🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.      მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი დანართი №1 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების  ღირებულების პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 2🔗. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე  მუხლის 3’ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადი წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის  ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗.  განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 16.00 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 10.00 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 56.00 4 საკარმიდამო 56.00 5. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ა)  სათიბები 16.00 ბ)  საძოვრები 10.00 გ)  სახნავი 56.00 6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწაზე)            3.00 მუხლი 5🔗. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები დაბა მესტიაში და მესტიის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში: N მესტიის მუნიციპალიტეტი ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის  განაკვეთი 1მ​2-ზე (3X4) 1 დაბა მესტია 0.83 0.24 0.20 2 მესტიის მუნიციპალიტეტის  თემებსა და სოფლებში 0.75 0.24 0.18 მუხლი 6🔗. გადასახადისგან განთავისუფლება ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის  შესაბამისად,  დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდეს:  ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.