განჩინება შპს ”ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19203-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/19203-13

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 25 თებერვალი

ქ.   თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

განმცხადებელი: შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”

წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე

 

მოთხოვნა: შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის  

                      მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2013 წლის 27 დეკემბერს შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ .  განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის სახელზე 2013 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ფორდ ტრანზიტ BUS" სახელმწიფო სანომრე ნიშნით NBA 251. თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ს შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ორგანიზაციის საკუთრებაში და ბალანსზე რიცხული როგორც აღნიშნული, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტომანქანის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ს საკუთრებაში და ბალანსზე არავითარი მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 195,98 ლარს. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დებიტორული დავალიანება 0,11 ლარის ოდენობით. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის  არაუზრუნველყოფილი კრედიტორია მისი ყოფილი დირექტორი მაია ტიტვინიძე, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 800 ლარს. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „თიბისი ბანკში”. ორგანიზაციას სალაროში თანხა არ ერიცხება.

შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს  „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის სახელზე  უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან  შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03’’-ს არ გააჩნდა იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 10 იანვარს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს  შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’ (ს/კ 226112355) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს  შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’-ის  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

 

მოსამართლე                                                      ლაშა ქოჩიაშვილი